აღმავალი კვანძი კუროში, დაღმავალი–მორიელში სერგეი ვრონსკის მიხედვით
ინდივიდუმი თამამად ირჩევს მძიმე ბედს, იმიტომ რომ სხვა გამოსავალი არ არსებობს. დაღმავალმა კვანძმა მორიელში იმდენი სიბინძურე დააგროვა წარსულში, რომ სული იღრჩობოდა და გადაწყვიტა განწმენდა, ყველაფრისგან განთავისუფლება.
ამ ცოდვებით სავსე ჭურჭლის ერთი ხელის მოსმით გადაყირავება ძნელია, ხანდახან შეუძლებელიც, განსაკუთრებით ცხოვრების პირველ ნახევარში. ამ ადამიანებს ისევ აქვთ ქვეცნობიერში დარჩენილი ვნებები და ლტოლვა ძველი ცხოვრებისკენ, სიტკბოსმოყვარეობა, ეროტიკულ–სექსუალური გადახრები, ტანჯვა და განცდები საკუთარი დანაშაულობების გამო, ერთის მხრივ სადიზმი, მეორეს მხრივ კი – თვითგვემა, ნგრევა და თვითგანადგურება, სპეკულაციური მოღვაწეობა, ჯადოსნობით,
მაგიით გატაცება და ა.შ. ახლა მათ უკვე უჩნდებათ ამ ყველაფრის მიმართ სიძულვილი, მაგრამ ყველაფერზე ერთბაშად უარის თქმა არ არის იოლი. ისინი იტანჯებიან, ხარჯავენ ძალებს ორთაბრძოლებში. ამ ადამიანებმა გაიარეს ჯოჯოხეთი, ახლა ცდილობენ, გაიარონ განსაწმენდელი. ბევრი მათგანი იქცევა როგორც მორიელი, არა იმიტომ რომ ამ ნიშანში არსებობს მზის, მთვარის ან ასცედენტის კონსტელაცია, ან რაიმე პლანეტების სტელიუმი, არამედ მხოლოდ იმიტომ, რომ იქ არის დაღმავალი კვანძი. მათ უჭირთ გააწონასწორონ საკუთარი ემოციონალური და სექსუალური ცხოვრება, ამიტომ ოჯახური ცხოვრება მათთვის მძიმე და მტანჯველია.
ისინი, ვინც ჯერ კიდევ მორიელის ძლიერი გავლენის ქვეშ არიან, განაგრძობენ მათი მძაფრი სურვილების და დამღუპველი ვნებების განცდას, ხოლო რომლებიც უკვე კუროს ძლიერი ზეგავლენის ქვეშ იმყოფებიან – გაცნობიერებულად გაურბიან ქარიშხალს, რომელმაც ისინი წინა ცხოვრებაში გაანადგურა. ხშირად ცანს, რომ მორიელის ვულკანი ისევ სუნთქავს, მაგრამ აღარ ამოიფრქვევა, ხოლო თბილი ფერფლისგან მხოლოდ მსუბუქი კვამლი ამოდის.
ამ ხალხმა ახალი ინკარნაციის წინ ზუსტი პროგრამა აირჩია: დაიცვან სიცოცხლე, გაიძლიერონ საკუთარი სხეული, რომელიც სულის ტაძარს წარმოადგენს, მისდევენ ცნობილ გამოთქმას ”ჯანსაღ სხეულში–ჯანსაღი სულია”, მიილტვიან საკუთარი კარმის შემსუბუქებისა და ზომიერებისაკენ. ისინი, ვინც მორიელისგან შორს არ წავიდნენ, ცხოვრობენ განგაშის გრძნობით, დანაშაულის განცდით და საშიშროების მოლოდინით. შიშს და უარყოფით რეაქციებს იწვევენ გარშემომყოფებში. მათთვის მხოლოდ კუროს თვისებებთან მიახლოვებით მოვა სულიერი სიმშვიდე.
სერგეი ვრონსკი
მოამზადა ირინა თაბუაშვილმა