Previous Story
აღმავალი კვანძი კუროში და მერვე სახლში, დაღმავალი მორიელში და მეორე სახლში
გაგებით მოეკიდეთ ადამიანების კომპლექსებსა და წარსულში მიღებული ტრავმების შედეგად დამახინჯებულ დამოკიდებულებებსა თუ ქცევებს, თქვენი ემოციური ბარგი კი თქვენთვის შეინახეთ. მიიღეთ საკუთარი თავი მთელი თქვენი სირთულითა და არეულობით და ეცადეთ სილამაზე დაინახოთ ქაოსში. მარტივად გადაჭერით პრობლემები, ბოლომდე ჩაყოლა არ არის საჭირო. ყოველთვის შეინარჩუნეთ სულიერი სიმხნევე და სტაბილურობა გრძნობებში.
სექსში ყოველთვის საკუთარ ფასეულობებს მიჰყევით. მიუდექით მას, როგორც ხელოვნებას. ნუ გადაეშვებით უცაბედად თავდავიწყების მორევში. ნუ იჩქარებთ ინტიმურ ურთიერთობაზე გადასვლას. ეცადეთ ხუთივე გრძნობა ჩართოთ, დატკბეთ პარტნიორით: მისი სილამაზით, ხმით, სუნით, შეხებით, გემოთი. გაახანგრძლივეთ პრელუდია, ბოლომდე ისიამოვნეთ სექსით და ასიამოვნეთ პარტნიორიც.
ნუ შეგაწუხებთ სინდისის ქენჯნა იმის გამო, რომ პრაქტიკული მიზეზებიც გაქვთ ვინმესთან დაახლოებისთვის. ეცადეთ ისეთი პარტნიორი ნახოთ, საერთო ფინანსები და საკუთრება რომ გექნებათ. ყურადღებას ნუ მიაქცევთ სხვების დამოკიდებულებებს თქვენს ღირებულებებთან. იცხოვრეთ მშვიდად და მარტივად, მოერიდეთ რადიკალურ გადაწყვეტილებებსა და ცვლილებებს და მშვიდად შეხვდით სიკვდილს.
მოამზადა დოჩი გოგომ