აღმავალი კვანძი კირჩხიბში და მეათე სახლში, დაღმავალი კვანძი თხის რქაში და მეოთხე სახლში
ეცადეთ კირჩხიბის თვისებები: მზრუნველი ბუნება, შინაგანი სისუფთავე, ოჯახის, სამშობლოს, ისტორიის და ფესვების წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობა სააშკარაოზე გამოიტანოთ და საზოგადოებისთვის მაგალითად იქცეთ.
ნუ იქნებით ზედმეტად ფრთხილი და გათავისუფლდით კონსერვატორული ბუნებისგან, რომელიც დანარჩენ სამყაროსთან გახსნაში გიშლით ხელს. აირიდეთ თავიდან ადვილად მოწყვლადობა. ლოგიკაში მოაქციეთ ემოციები და მიაღწიეთ იმ საფეხურს, სადაც თქვენი ემოციების სხვებისთვის გამჟღავნება სრულიად მისაღები გახდება. ყურადღებიანობა და ემფატიკურობა თქვენს ამბიციად აქციეთ. ისწავლეთ როგორ დაიცვათ შინაგანი სამყარო ისე, რომ არ დამალოთ.
თქვენ გჭირდებათ მდგრადი და განვითარებადი კარიერა, ბევრის მიღწევის პერსპექტივით. ისეთი პროფესია აირჩიეთ სენსიტიურობას და კარგი თანაგრძნობის უნარს კარიერული წინსვლისთვის რომ გამოიყენებთ და თქვენი ემოციური ბუნების გახსნას მოახერხებთ. პროფესია, სადაც თქვენი საყვარელი ადამიანების დაცვაზე ორიენტირებული ბუნებით იბრწყინებთ. პროფესია, სადაც მზრუნველი და გულისხმიერი ადამიანი უფრო დაფასებული იქნება, ვიდრე გულცივი და მიზანდასახული. პროფესია, რომელიც წარსულ ტრადიციებს პატივს სცემს.
გახდით ცნობილი თქვენი სიკეთით, თანაგრძნობის უნარითა და მზრუნველობით, ადამიანი – ვისაც ხალხი ენდობა და ვისთანაც ხალხი მიდის რომ უსაფრთხოდ და დაცულად იგრძნოს თავი. ეცადეთ შინაგანი პატიოსნებით, სისუფთავითა და სიალალით პატივისცემა და ავტორიტეტი მოიპოვოთ.
სამსახურში და ნებისმიერ საქმიან ურთიერთობებში ეცადეთ მაგალითად ოჯახის მოდელი აიღოთ. ეცადეთ მშობლიური შეგრძნება იპოვოთ იმ ადამიანებს შორის, ვისაც თქვენი მსგავსი ოჯახური პრობლემები აქვთ. ნუ შეიკეტებით საკუთარ ნაჭუჭში, გათავისუფლდით ნამდვილ ოჯახზე დამოკიდებულებისაგან. მიეცით მათ საშუალება, თავიანთი ცხოვრებით იცხოვრონ. მოკლედ, წარმოიდგინეთ რომ საზოგადოებრივი ასპარეზი თქვენი სახლია და საზოგადოება თქვენი ოჯახის წევრები.
მოამზადა დოჩი გოგომ