ასტროლოგიური მაღაზია

აღმავალი კვანძი კირჩხიბში, დაღმავალი–თხის რქაში სერგეი ვრონსკის მიხედვით

რაქუ-კეტუბავშვობის და ახალგაზრდობის წლებში ეს ხალხი ნებისმიერ ხერხს იყენებს, რათა გარესამყაროს ყურადღება, მოწონება და აღიარება დაიმსახუროს. მათ ბევრი შრომა უწევთ, შურთ სხვების, ეზიზღებათ, მაგრამ საკუთარ ბედზე არ წუწუნებენ, რადგან თვლიან, რომ ის არცთუ ძალიან აუტანელია. ისინი, ”წამებული წმინდანის” მანტიამოსხმულნი, ხშირად თამაშობენ არსებული საზოგადოების, სისტემის მსხვერპლის როლს და მაინც კანიდან ძვრებიან, რომ ამ საზოგადოების მოწონება დაიმსახურონ, ”ოქროს მედალი” მიიღონ .

მათ გააჩნიათ მეცნიერის, პედაგოგის, პოლიტიკური ლიდერის დიდი პოტენციალი და ამიტომ ვერაფრით ვერ ეგუებიან დროებითი ხასიათის გაუმართლებლობასაც კი. თუ რაიმე მიზეზით ვერ უმკლავდებიან კონკრეტულ საქმეს ან დავალებას – შესაძლოა ავად გახდნენ, რადგან ძალიან მომთხოვნი არიან საკუთარი თავის და სხვების მიმართ. განსაცვიფრებელია მათი განჭვრეტის უნარი მსჯელობისას და კრიტიკის სიზუსტე.

განსაკუთრებით ეს გამოკვეთილია, თუ დაღმავალი კვანძი შეერთებულია მერკურისთან თხის რქაში. სამაგიეროდ ისინი ვერ იტანენ ვერანაირ კრიტიკას მათი მიმართულებით, მაშინვე დაიმალებიან საკუთარ ბაკანში, შეძვრებიან სოროში და გარკვეული დროის განმავლობაში ახლოს არავის მიუშვებენ, არანაირ რჩევებს გარედან არ მიიღებენ. ცხოვრების პირველ პერიოდში მათში გამოკვეთილია ეგოცენტრიზმი და ცხოვრების მატერიალური მხარე.

მთელი ძალა და ენერგია ,ყველა საშუალება მიმართულია მხოლოდ ერთი მიზნისკენ – ნებისმიერი მეთოდებით მიაღწიონ საკუთარი ამბიციების რეალიზაციას და ხშირად ეს წარმატებით გამოსდით, რადგან აქვთ უნარი მოსაუბრის, ოპონენტის, კონკურენტის სუსტი მხარეები დაინახონ და ასევე კარგად დამალონ საკუთარი სისუსტეები და ცოდვები. ამჟამინდელ ინკარნაციაში მათი კარმა მოითხოვს განთავისუფლდნენ უხეში მატერიალიზმისგან, აირჩიონ ოჯახური ცხოვრება მთელი თავისი საზრუნავებით და სიმძიმით, გაიძლიერონ პასუხისმგებლობის გრძნობა, რომელიც ხელს შეუწყობს ახალი ცხოვრებისეული პროგრამის შესრულებას და სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას. ახლა მათმა ემოციონალურობამ სხვები უნდა წააქეზოს შემოქმედებითი წინსვლისკენ. მათ უნდა აპატიონ სხვებს შეცდომები, მოექცნენ მეტი მოწყალებით და აწარმოონ თანაბარი დიალოგი.

თხის რქა არის კასტურობის წარმომადგენელი – ანუ ისეთი ქვეყნის როგორიც ინდოეთია. კირჩხიბი არის კუჭის და საკვების სიმბოლო, როგორც სხეულის ბიოლოგიური ფაქტორის, ეს ნიშნავს იმას, რომ მოცემულ ინკარნაციაში, იმისთვის, რათა წარმატებული იყვნენ, ამ ადამიანებმა უნდა კვებონ ის ხალხი, ვისზეც პასუხისმგებლები არიან, დაუბრუნდნენ საკუთარი ხალხის, წინაპრების, ოჯახის ფესვებს და ტრადიციებს, შეისწავლონ და ახალგაზრდა თაობას გადასცენ ეზოთერული მეცნიერებები, ასტროლოგია და ასეთი აღჭურვილობით დაიწყონ სხვა ხალხის მსახურება
სერგეი ვრონსკი
მოამზადა ირინა თაბუაშვილმა

ავტორი

მსგავსი ფოსტები