აღმავალი კვანძი თხის რქაში, დაღმავალი – კირჩხიბში სერგეი ვრონსკის მიხედვით
ეს პოზიცია ადამიანებს ბავშვობიდან შიშის, საკუთარი ემოციების და განცდების გავლენის ქვეშ ამყოფებს. გარედან დარტყმებმა შესაძლოა ისეთი ვნებათაღელვა და არეულობა გამოიწვიოს სულში, რომ დასამშვიდებლად თვეები და წლები დასჭირდეთ. აქ კარმა ადამიანებისგან მოითხოვს იყვნენ მამაცები, ფხიზელი თვალით შეხედონ გარესამყაროს, არ ჰქონდეთ ემოციური რეაქციები, ბევრი რამ გაატარონ ემოციის გარეშე, შეასუსტონ აღქმა და შთაბეჭდილებები.
ისინი, რომლებიც ვერ შეძლებენ სწრაფად და იოლად განთავისუფლდნენ წარსულის, ბავშვობის, წინა ცხოვრების ოჯახური კომფორტის მოგონებებისგან და განცდისგან, შესაძლოა გახდნენ ძალიან კონსერვატიული ყაიდის პოლიტიკოსები. ასეთი განლაგების დროს წარმატება მოაქვს ისეთ პროფესიებს, რომლებიც დაკავშირებულია ძველი ძეგლების აღდგენასთან, ეკოლოგიასთან, ძველი სურათების, ქანდაკებების რესტავრირებასთან. კირჩხიბის ადამიანებს ახასიათებთ წარსული ცხოვრების მოგონებების ძლიერი ტენდენცია. მაგ: შტაინერი თავის მოგონებებში, ფილოსოფიურ ნაშრომებში ბევრს წერს ინკარნაციის თემაზე, გოეთე სერიოზულად იკვლევდა ეზოთერიზმის პრობლემებს და თავის შემოქმედებაში კარგად იყენებდა ასტროლოგიურ ცოდნას.
მათ, ვინც უფრო გაბედულად და თავდაჯერებულად დაიწყებენ მოძრაობას თხის რქაში განლაგებული აღმავალი კვანძისკენ, დროთა განმავლობაში შეუძლიათ მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ საკუთარი ქვეყნის, სახელმწიფოს, ხალხის ცხოვრებაში, გახდნენ სამაგალითო მეოჯახეები და ასეთი სახით იზრუნონ საკუთარი სულიერი ზრდისა და განვითარებისთვის. ყველაზე კარგია, როდესაც ასეთი ადამიანები ახერხებენ ჩამოაყალიბონ საკუთარი ინდივიდუალური მიზანი და თამამად მიჰყვნენ მას.
შეუძლიათ გახდნენ რაციონალისტები, რადიკალები, პრაგმატიკოსები. მათ არ უნდა ჰქონდეთ სხვისი იმედი, თვითონ უნდა გაიკვალონ გზა ცხოვრების მიზნისკენ. და მაინც, ხშირად წარსულის მოგონებები აიძულებს ამ ხალხს ხელი მიჰყონ სოფლის მეურნეობას –მიწათმოქმედებას, მებაღეობას, მებოსტნეობას. ქალაქის პირობებში კი მიწის ნაჯვეთების, უძრავი ქონების ყიდვა – გაყიდვას. ეს ადამიანები ხშირად ხდებიან არქიტექტორები, მშენებლები. ასეთი კვანძების განლაგება ჰქონდათ: ე.კიურის, ვლადიმერ საფონოვს, ს.ვრონსკის…
სერგეი ვრონსკი
მოამზადა ირინა თაბუაშვილმა