აღმავალი კვანძი თევზებში, დაღმავალი – ქალწულში სერგეი ვრონსკის მიხედვით
ესენი არიან ნოსტრადამუსი, კეისი, გურჯიევი, ვალტერ კოხი, ეს არის ხედვა და წინასწარმეტყველება. ცხოვრების პირველ ნახევარში ისევ შეინიშნება კრიტიკული განწყობა, მუდმივი კირკიტი, ძლიერი პედანტიზმი, პრაგმატიზმი, დეტალების და წვრილმანების მიმართ სკრუპულოზური დამოკიდებულება.
წარსულში ეს ადამიანები იყვნენ ხორცშესხმული წესრიგი და დისციპლინა, ბრძანებების უსიტყვო შემსრულებლები, რომლებიც არ უფიქრდებოდნენ არც ამ ბრძანების შინაარსს და არც შედეგებს. ახლა კარმა მოითხოვს, რომ ეს ადამიანები დაეშვან ამ ცოდვილ მიწაზე, არ მიეჯაჭვონ სიტყვებს, ასოებს, არამედ მხოლოდ სულს და სინდისს.
ამ ინკარნაციაში მათ სულს ბევრი ტანჯვა მოუწევს, რათა იცუროს შეუცნობელში უდიდესი შიშით მომავლის წინაშე, იწამოს და ირწმუნოს ის, რასაც ხელით ვერ შეეხები, ვერ მოსინჯავ და გახდეს ჭეშმარიტი მორწმუნე, რაც მათთვის ძალზე რთულია, ხოლო ამ ყველაფერ უცნობსა და ახალზე უარის თქმა უკვე შეუძლებელია, გვიანია, რადგან ახალი პროგრამა არჩეულია და ის – უნდა შესრულდეს! თუ წინა ცხოვრებაში ვინმე მიუკაკუნებდათ კარზე ამ ადამიანებს შეეძლოთ მშვიდად ეპასუხათ, რომ კარები დაკეტილია და სახლში არავინაა და ეს სტუმარი კი შესაძლოა თვით ღვთისმშობელი ყოფილიყო. ახლა ამ ადამიანებმა დაუფიქრებლად უნდა მიიღონ გარდაქმნის ახალი პროგრამა.
უარი უნდა თქვან საკუთარ ულტრაეგოიზმზე, არ ამოეფარონ ინსტრუქციებს და პარაგრაფებს, რათა არ ჰქონდეთ გართულებები ისეთ სფეროებში, როგორიცაა ეროტიკულ – სექსუალური ცხოვრება, ფრიგიდულობა, იმპოტენცია, ბუნებრივი ინსტიქტების დაქვეითება და ა.შ. ეს ადამიანები რაც მალე გამოფხიზლდებიან და რაც მალე მიჰყვებიან კარმის მოთხოვნებს, აღმავალი კვანძის მოთხოვნებს თევზებში, მით მალე მიიღებენ უსაზღვრო კოსმიურ სიხარულს, ორმხრივ სიყვარულს, შესაძლებლობას, დაინახონ სამყაროს უკიდეგანო სივრცეები და წაიკითხონ მოგონებების უდიდესი წიგნი, რომელიც არსებობს კოსმიური მოგონებების სივრცეში და საინფორმაციო ცენტრში. ამას თან ახლავს ღვთაებრივი სიყვარულის ჭეშმარიტი აღქმა, რომელიც რწმენას, სიყვარულს და იმედს ამყარებს და ხელს უწყობს ამ ადამიანების განთავისუფლებას წინა ცხოვრებაში დაგროვებული შეცდომებისგან.
სერგეი ვრონსკი
მოამზადა ირინა თაბუაშვილმა