ასტროლოგიური მაღაზია

აღმავალი კვანძი ვერძში, დაღმავალი – სასწორში სერგეი ვრონსკის მიხედვით

რაქუ-კეტუასეთი პოზიცია ნიშნავს, რომ წინა ცხოვრებაში ადამიანმა ვერ მოახერხა თვითდამკვიდრება, რადგან ის იყო მხოლოდ სხვა ადამიანების ანარეკლი, უნდოდა ყველასთვის ესიამოვნებინა და ყველას მოსწონებოდა, ყველა შეერიგებინა და ყველასთვის ეპოვნა რაღაცგვარი კომპრომისი.

ის ჩაყლაპა საკუთარმა გარემოცვამ, ოჯახმა, თაობამ, რომელთა გადაწყვეტილებებს მუდმივად უნდა დამორჩილებოდა. სამაგიეროდ იღებდა მხარდაჭერას, რამაც გადაარჩინა და დაიცვა მისი ინტერესები. ის იყო პაიკი ჭადრაკის დაფაზე, თუმცა მისმა სულმა მიიღო საზოგადოებრივი ცხოვრების დიდი გამოცდილება, მაგრამ ვერ ისწავლა გადაწყვეტილების მიღება, ვერც არჩევანის გაკეთება, და ვერც პატივისცემის დამსახურება.

სუსტი ხასიათი ჰქონდა. არ ყოფნიდა არც ძალა და არც ენერგია და არც სურვილი ჰქონდა. მუდამ იყო უფერული, არამდგრადი, საითაც ქარი დაუბერავდა იქით გადაიხრებოდა. ასეთი მაჩვენებლის ადამიანმა ამ ინკარნაციაში უნდა გაითვალისწინოს ეს, უნდა ისწავლოს უარის თქმა სისუსტეზე და სულმოკლეობაზე, მუდმივ მორჩილებაზე, რათა გახდეს ძლიერი პიროვნება, იცხოვროს სხვებისთვისაც და საკუთარი თავისთვისაც, დაიცვას პირადი და სულიერი თავისუფლება, დამოუკიდებლობა, უშიშრად მიიღოს გადაწყვეტილებები გარედან დახმარების და რჩევების გარეშე.

იმოქმედოს აქტიურად და დამოუკიდებლად, თუ საჭირო გახდა – აგრესიულადაც. მორჩილების პოზიცია უკვე დამუშავებულია წინა ცხოვრებაში. ეხლა მოვიდა საკუთარი ამბიციების რეალიზაციის დრო, მიუხედავად გარშემომყოფთა აზრისა. ძალების, ენერგიის და თავდაჯერებულობის მოპოვების შემდეგ, ისინი ეძებენ ჭეშმარიტებას და სამართლიანობას ისეთი ძალით, რომ ხშირად სახტად ტოვებენ ახლობლებს, გარშემომოფებს, ზემდგომებს, თანამშრომლებს, მის დაქვემდებარებაში მყოფებს. თვითგამოხატვა და თვითდამკვიდრება ძალას იკრებს. ყოველდღიურ ბრძოლაში გამოიკვეთება გარკვეული წინსვლა და ადამიანი ცხოვრებაში იკავებს მოპოვებულ დამოუკიდებელ პოზიციას.

მთვარის კვანძების ასეთი განლაგება ჰქონდათ: უინსტონ ჩერჩილს, ვერნერ ფონ ბრაუნს,ზიგმუნდ ფროიდს, კარლ გუსტავ იუნგს, ასტრონავტ ნილ არმსტრონგს,ოტო ფონ ჰაბსბურგს,ბორის ელცინს,მიხეილ გორბაჩოვს…

სერგეი ვრონსკი
მოამზადა ირინა თაბუაშვილმა

ავტორი

მსგავსი ფოსტები

დატოვეთ კომენტარი