აღმავალი კვანძი ვერძში და მეშვიდე სახლში, დაღმავალი კვანძი სასწორში და პირველ სახლში
ამ დროს აუცილებელია პარტნიორობაში საკუთარი თავის გამოხატვა ისწავლოთ. იყოთ სხვებისგან დამოუკიდებელი, ძლიერი ადამიანი. არავის მისცეთ უფლება რომ თავზე გადაგიაროთ. ყოველთვის იფიქრეთ იმაზე, რა გსურთ თავად. ნუ მოგერიდებათ ინიციატივის გამოჩენა და იყავით ლიდერი პარტნიორულ ურთიერთობაში.
დაივიწყეთ ჰარმონია, თუ გსურთ რომ თქვენი გაიტანოთ, რქებით მოგიწევთ საკუთარი პოზიციის დაცვა. იყავით დაჟინებული და კონფლიქტების შიშით, ნუ დაუთმობთ მეწყვილეს, კამათი და ჩხუბი ურთიერთობაში ბუნებრივია. ნუ მოერიდებით ნურც აგრესიას, ნუ ეცდებით ფეხი აუწყოთ ვინმეს, თქვენ თქვენი გზა უნდა გქონდეთ, რომლიდანაც არასოდეს გადაუხვევთ.
თქვენი ამოცანაა შეინარჩუნოთ ინდივიდუალურობა პარტნიორობაში. არ გადახვიდეთ მეუღლის გვარზე, საერთოდ მეუღლის გვარის მითითება არ გჭირდებათ არსად (ნუ შექმნით საერთო ფეისბუქ პროფაილს 😀 ). აუცილებელია რომ პარტნიორი შეესაბამებოდეს თქვენს მოთხოვნებს პარტნიორთან. ქორწინებიდან ყოველთვის უნდა მიიღოთ ის, რაც გინდათ.
იყავით საშიში და საინტერესო პარტნიორი. ნურასოდეს მოერგებით ვინმეს, ვინც თქვენ გჭირდებათ, თავად მოგერგებათ. თქვენი დიპლომატიური მონაცემები, მხოლოდ ძალიან გართულებული ცოლქმრული პრობლემების გადასაჭრელად უკიდურეს შემთხვევაში გამოიყენეთ.
მოამზადა დოჩი გოგომ