აქვამარინი
ვისაც გიყვართ წყლის სტიქია, ზღვის ფერები და თავადაც წყლის ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელი ხართ, ანდა პირად რუკაში დადებითი კუთხით განსანვითარებელი გაქვთ პირველ რიგში მერწყულის, თევზების და კირჩხიბის თვისებები, ესეიგი ეს თქვენი ქვა არის.
აქვამარინს პირველ რიგში მეზღვაურთა მინერალს ეძახიან. მათ მოგზაურობას უსაფრთხოს ხდის და იცავს პატრონს საზღვაო კატასტროფისგან. როგორც ამულეტი ეხმარება მათ ვინც ცურვა არ იცის ანდა ეშინიათ წყლის. ეს ქვა პატრონს იცავს საშიშროებისგან, ანიჭებს სულიერ სიმტკიცეს და განსჯის უნარს. აქვამარინი სამართლიანობის დაცვას და მეგობრობრული ურთიერთობების შენარჩუნებას უწყობს ხელს. როგორც ამულეტი იცავს ოჯახურ ბედნიერებას და ოჯახურ კეთილდღეობას უწყობს ხელს. თვლიან, რომ ეს მინერალი სასიყვარულო გრძნობებს ამშვიდებს და ანელებს, ამიტომ შეყვარებულები დროებით განშორებისას აქვამარინის სამკაულებს ცვლიდნენ და განშორებაც ნაკლებად მტკივნეული იყო მათთვის.
ითვლება, რომ ღია ცისფერი ფერი ამ მინერალს მხოლოდ ნათელ და მზიან დღეს აქვს, ანდა როდესაც მისი მფლობელი სულიერად მშვიდად და ბედნიერად გრნძობს თავს. ეს მინერალი პატრონის ემოციებისამებრ იცვლის ფერს და საფრთხის დროს შეიძლება დამძიმდეს და გამუქდეს. აქვამარის აქვს დადებითი ენერგიები, რომელიც პატრონის გუნებაგანწყობას აუმჯობესებს, აცოცხლებს გონებას და სიზარმაცის დაძლევაში ეხმარება. ეს მინერალი სტრესის, შიშების, ნერვოზული მდგომარეობის მოხსნაში ეხმარება ადამიანებს. ლითოტერაპიაში აქვამარინის სუფთა კრისტალებს უამრავ სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდაც გამოიყენებენ. მხედველობის, კანის, კბილების, ალერგიის სამკურნალოდ. ასევე იმუნიტეტის ასამაღლებლად. რაც შეეხება ადამიანის აორის ენერგეტიკულ ცენტრებს – ჩაკრებს, ეს მინერალი მოქმედებს ხორხის ჩაკრაზე- ვიშუდჰაზე, რომელიც დაკავშირებულია ფარისებრი ჯირკვლების სწორ ფუნქციონირებასთან და ასევე ემოციებთან.
რაც შეეხება მინერალური ქვის შერჩევას ასტროლოგიის გათვალისწინებით.
ეს მინერალი ძალიან კარგია მათთვის ვისაც პირადი რუკაში მერწყულის, თევზების და კირჩხიბის ნიშნები პოზიტიურად აქვს წარმოდგენილი და ინდივიდისთვის აუცილებელია ამ ნიშნების თვისებების განვითარება. ვთქვათ აღმავალი კვანძი, იუპიტერი და სელენა ამ ზოდიაქოს ნიშნებში არიან, ანდა ამ ნიშნების შესაბამის სახლებში, ესეიგი ეს მინერალი ინდივიდის სულიერ განვითარებას შეუწყობს ხელს და მინერალის ყველა უნიკალურ თვისებას დადებითად გამოავლენს მფლობელში.
ზოგადი ასტროლოგიის მხრივ კი დავამატებდი, რომ აქვამარინი შეიძლება ატარონ მერწყულებმა, თევზებმა და კირჩხიბებმა, ასევე სასწორებმაც. არ უხდება ეს მინერალი მორიელებს და განსაკუთრებით ტყუპებს.
მოამზადა თამო აქუბარდიამ