ასცედენტი ნიშნებში

ასცედენტი ნიშნებში

ასცედენტი ნიშნებში

ნეტავ, რატომ არის ეს ლომი ასე თავმდაბალი? როგორ შეიძლება ლომს, ამ თვალისმომჭრელ ნიშანს, თავდაჯერების ნატამალიც არ გააჩნდეს? თხის რქის ასცედენტი ჰქონია თურმე. ან ეს თქვენი თევზი მეგობარი, სულ რომ ყველგან არის და სულ რომ ყველაფერს განიხილავს, რაც კი დედამიწის ზურგზე არსებობს…

ტყუპებში ჰქონია ამომავალი მზე. ეს კაცი კიდევ მერამდენედ რომ დაქორწინდა უკვე, უხეშ და შოკის მომგვრელ შენიშვნებს რომ იძლევა სხვების შესახებ, ისეთი კრიტიკული მთვარე ყავს ქალწულში, მერკური კიდევ მერწყულში, თუმცა მაინც პატიოსანი ბიჭის იმიჯი აქვს და იცით რატომ? სასწორის ასცედენტი ისეთ სიმშვიდისა და სირბილის შარმს აძლევს, ხალხს ვერ წარმოუდგენია, როგორ შეიძლება მძიმე ხასიათი ქონდეს (აბა ყოფილ ცოლებს კითხეთ?) ასცედენტი, ეს ის ნიშანია თქვენი დაბადების მომენტში რომ ჩნდება ჰორიზონტზე. ამიტომ მას ამომავალ ნიშანსაც უწოდებენ.ის განიხილება როგორც ნიღაბი, ნაცნობებთან საურთიერთობოდ რომ ვიყენებთ თითოეული ჩვენგანი და ითვლება რომ ჩვენს გარეგნობაზეც ახდენს გავლენას. განსაზღვრავს ჩვენს თანდაყოლილ თავდაცვის უნარს, როგორ ვიბრძვით არსებობისათვის და როგორ ვართმევთ თავს ყოველდღიურ პრობლემებს.

ნიშნის ენერგია და ასცედენტის მდგომარეობა ყველაზე ცხადი და ადვილად აღსაქმელია სხვებისთვის. ეს პირველი სახლია, ვერძის სახლი და შესაბამისად ყველაზე კარგად გვიჩვენებს ინდივიდუალურობას, როგორ ვპასუხობთ გარემოს, ბუნებრივ რეაქციებს ახალ სიტუაციებსა და ნაცნობობებთან, ქცევის მანერასა და გარეგნობას. ამიტომ სანამ თქვენს მზის ნიშანს ჩაუჯდებოდეთ განსახილველად, ასცედენტის ნიშანი გადაიკითხეთ.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ასცედენტი ეს ხომ გავლენას ნიშნავს. გახსოვდეთ, რომ ეს ხასიათის თავისებურებები იცვლება იმის მიხედვით თუ რა კავშირში არიან პლანეტები ასცედენტთან, მნიშვნელოვანია ასპექტები და მმართველი პლანეტის პოზიციაც. მაგალითად ადამიანი ვერძის ასცედენტით, მისი მმართველი მარსით მშვილდოსანში, ცოტა განსხვავებული იქნება იმისგან ვისაც ვერძის ასცედენტი კი აქვს, მაგრამ მარსი მორიელში ყავს. ასევე თევზების ასცედენტი, რომელსაც სატურნის შეერთება აქვს ცოტა განსხვავებულად იქცევა, ვიდრე ის თევზების ასცედენტი, ვისაც ეს ასპექტი არ აქვს.

წაიკითხეთ ასევე:

დესცედენტი ნიშნებში
რა არის ასცედენტი?

Leave a Reply