ასტრომითოლოგია
უძველესი დროიდან, ადამიანის განვითარებასთან ერთად, იზრდებოდა მეცნიერული, ტექნიკური და ოკუტური ცოდნა. იხვეწებოდა თითოეული დეტალი. ასე ხდება ახლაც.
როდესაც ადამიანმა დაიწყო სამყაროს გამოკვლევა, ჩამოაყალიბა სხვადასხვა აზრი და დებულება. ადამიანები ცდილობდნენ სამყაროს წარმოქმნის გამოკვლევას და საბოლოოდ ჩამოაყალიბეს ღმერთებისა თუ ღვთაებების კულტი.
სხვადასხვა ქვეყანაში გამოვლენილია ერთი მთავარი, მმართველი ღმერთი და მისი შვილები, რომელიც სხვადასხვა სიტუაციასა თუ მატერიას განაგებენ. მათ ეთაყვანებოდნენ, პატივს მიაგებდნენ, მსხვერპლს წირავდნენ (ადამიანის სახითაც).
უმეტესწილად გამორჩეულად ითვლება მზის ღმერთი (რომელსაც ქვეყნების მიხედვით, სხვადასხვა სახელწოდება ჰქონდათ). მზე – ეს მეფეა, რომლის გარშემოც მოძრაობს სხვა დანარჩენი, მას ემორჩილებიან და ადიდებენ. როგორც ჩანს ადამაინებს მზის კულტი უძველესი დროიდან ჰქონდათ ამაღლებული.
მზის შემდგომ მსახურობენ მიწის და მიწისქვეშეთის მეუფეებს. მიწისქვეშეთთან, ღამესთან და მთვარესთანაა დაკავშირებული: მაგია, ზებუნებრივი ძალები, ადამიანის შინაგანი და გარეგანი ენერგია, ემოცია და სხვა. აქვე ვლინდება, რომ მთვარე ოდითგანვე ატყვევებდა ადამიანებს, მასზე უამრავი მითი თუ ლეგენდაა შემონახული.
ხალხი ასევე უდიდეს პატივს მიაგებდა დედამიწას. ჯერ კიდევ ძველბერძნულ ხალხებს ჰყავდათ ტიტანი გეა, ყოველი ცოცხალი არსების მშობი.
ვენერის – სიყვარულის, სილამაზის პლანეტის (რომელიც სინამდვილეში ნამდვილი ჯოჯოხეთია, რადგან მხუთავი, გავარვარებული აირითაა დაფარული) სახეს ყოველ ცივილიზციაში ვხვდებით, ისევე, როგორც მარსს – ომის ღმერთს.
ხოლო სატურნის მაგალითი ყველაზე საინტერესოა მითოლოგიაში. მას განასახიერებს კრონოსი. მოხუცი ბრძენკაცი, რომელიც ცდილობს ძალაუფლება არ დაკარგოს, ამისთვის კი ნებისმიერ რამეზეა წამსვლელი, არ ერიდება სიკვდილს, განადგურებას და გამწარებას. იგი დამსჯელი არსებაა, წყეული, შვილის მიერ დამონებული. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კრონოსის მიერ დამონებული ურანუსის სასქესო ორგანოსა და ზღვის ქაფისგან წარმოიშვა სიყვარულის ქალღმერთი.
ზღვა – ერთ-ერთი აქტუალური თემა გახლავთ მითოლოგიაში. ნეპტუნი ზღვის გამგებელია, შესაბამისად – ემოციებისა და უკიდეგანო ფანტაზიის. მითოლოგიაში მას პოსეიდონი გამოსახავდა, ერთ-ერთი მმართველი ღმერთი.
ადამიანებმა ვარსკვლავებზე დაკვირვება დიდი ხნის წინ დაიწყეს, შესაბამისად გაჩნდა და გაღვივდა ცოდნა ასტრონომიისა და ასტროლოგიის შესახებ. ეგვიპტურ ნაგებობებშიც აღმოაჩინეს ასტროლოგიური სიმბოლოები, შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ასტროლოგია ერთ-ერთი საკმაოდ მყარი დარგია ცოდნის მიღების მხრივ და არ შეიმოიფარგლება მხოლოდ ნიშანში მზის მდებარეობით.
ლაშა ნარიმანიძე