ასტროლოგიური მაღაზია

ასტროლოგიური შეთავსება ნიშნების მიხედვით

წყვილიასტროლოგიაში მამკაცისა და ქალის ურთიერთობას რამდენიმე დონედ ყოფენ.

პირველი- ეს არის ორი მოსიყვარულე ადამიანის სულიერი კავშირი, როდესაც მათი კავშირის საფუძველი სულიერი სიახლოვეა.

 მეორე- მიწიერი, მგზნებარე სიყვარული, რომელსაც აღუწერელი ფიზიკური მიზიდულობის, ჰარმონიული, ლამაზი და სიყვარულის ზეიმის სახე აქვს.

მესამე- როდესაც წყვილს ერთმანეთის მიმართ საოცარი ვნება და მაგნიტური მიზიდულობა აქვს, იმ შემთვევაშიც კი, თუ ჰოროსკოპით ერთმანეთს საერთოდაც არ შეესაბამებიან.

მეოთხე- ეს მაღალი, კოსმიური სიყვარულია, რომელიც მოიცავს სამყაროსადმი სიყვარულს და იდეალისკენ სწრაფვას. როდესაც პარტნიორები ერთმანეთზე ფიქრისას ყველა სრულყოფილი თვისებით „მოსავენ“ საკუთარ რჩეულს. ხშირად, ასეთი სიყვარული პლატონურია და საპასუხო გრძნობას არც საჭიროებს. „არაფერი მინდა შენგან, გარდა იმისა რომ არსებობდე!..”

გთავაზობთ წყვილთა შეთავსების ჰოროსკოპს ასტროლოგიური ნიშნებისთვის.

 

 

ავტორი

მსგავსი ფოსტები