ასტროლოგიური მაღაზია

ასტროლოგიური სახლები

saxlebiმზის გალაკტიკაში ყველა პლანეტა მზის გარშემო მოძრაობს, მაგრამ ასტროლოგები ნატალური რუკის შედგენისას ცენტრად დედამიწას მოიაზრებენ. რუკა თორმეტ თანაბარ ნაწილადაა დაყოფილი, რომლებსაც “სახლები” ეწოდებათ. ყველაზე მნიშვნელოვან ინფორმაციას ამ დაყოფისას ის ნიშანი იძლევა, რომელიც ჩვენი დაბადების მომენტში ჩნდება ჰორიზონტზე.

ის ორ საათში ერთხელ იცვლება და ამიტომ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა დაბადების საათსა და ხანდახან ნებისმიერ წუთს, რადგან თუ შეცვლის მომენტს დაემთხვა შესაძლოა რამდენიმე წუთის განსხვავებით დაბადებულ ტყუპებსაც კი განსხვავებული ხასიათი ჰქონდეთ.

ამ ნიშანს ესცედენტი, ამომავალი ნიშანი ქვია და ასტროლოგები ათვლის წერტილად სწორედ მას იღებენ. ეს არის ზოდიაქოს პირველი სახლი და განსაზღვრავს ჩვენს ,,პორტრეტს“, გარეგნულ თავისებურებებსა და გარემოსთან ჩვენს პირველად დამოკიდებულებებს, ჩვენს აღქმას.

მის მოპირდაპირე სახლს დესცედენტი ჰქვია. ნიშნის თავისებურებებიდან გამომდინარე პარტნიორულ (მხოლოდ სასიყვარულო) ურთიერთობებს განსაზღვრავს, ჩვენს მოთხოვნებს მათ მიმართ. დესცედენტი მეშვიდე სახლია და სწორედ ეს ხაზი ასცედენტსა და დესცედენტს შორის ყოფს რუკას ორ ნახევარსფეროდ.

ზედა ნახევარსფეროს უმაღლეს წერტილს (MC) ზენიტს უწოდებენ, ეს ის ადგილია, სადაც მზე თავის ზენიტს აღწევს ჩვენი დაბადების დღის განმავლობაში. ის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია საზოგადოებაში ჩვენი როლის განსასაზღვრად. აღწერს ჩვენს რეპუტაციას, პრიორიტეტებს, კარიერას, დიდ მიზნებს…

ზენიტი – კარიერის მეათე სახლია. მისი მოპირდაპირე წერტილი ნადირია (IC), რომელიც განსაზღვრავს პიროვნების სტატუსს სამშობლოში, ჩვენს დამოკიდებულებას მშობლებთან და განსაკუთრებით იმ მშობელთან რომელთანაც მეტი სიახლოვე გვაქვს. ნადირი ზოდიაქოს მეოთხე სახლია.

ეს ყველაზე მნიშვნელოვანი სახლებია – 1, 4, 7, 10 და ითვლება რომ პირველი სახლი ასოცირდება ჩვენს თავთან, მეშვიდე პარტნიორთან მეოთხე დედასთან და მეათე მამასთან. მათ ანგულარულ (კუთხოვან) სახლებს უწოდებენ. მეორე ადგილზე საქსედენტური სახლებია. ესენია – 2, 5, 8, 11. პლანეტები საქსედენტურ სახლებში თავის ენერგიის 50 პროცენტს გვინაწილებენ  და ბოლოს არის კადენტური სახლები, რომელთა პლანეტებს შედარებით სუსტი ქმედითუნარიანობა გააჩნიათ. ისინი თავიანთი ენერგიის სადღაც 25 პროცენტს ავლენენ ამ სახლებში. კადენტური სახლებია -3, 6, 9, 12. სახლებს შორის წარმოსახვით საზღვარს კასპი (cusp) – ეწოდება.

ახლა კი დაწვრილებით სახლებსა და მათი გავლენის სფეროებზე.

პირველი სახლი (asedent) – ანგულარული, პერსონალური. 
მმართველი – ვერძი
პლანეტა – მარსი
გავლენის არეალი – ეგო, ინდივიდუალობა, ფიზიკური თავისებურებები, ჯანმრთელობა, სიცოცხლისუნარიანობა, ქცევა, ტემპერამენტი, თავდაჯერებულობა, აბსორბცულობა.
ამ სახლში არსებული პლანეტები დომინანტურ როლს თამაშობენ პიროვნების ხასიათზე და ადვილად შესამჩნევები არიან. ინდივიდში ძლიერ იდენტიფიცირებას ახდენს მათ დადებით თუ უარყოფით მხარეებთან.
გამოწვევა – განსაკუთრებული ინდივინდუალობის განვითარება და სამყაროსთვის მისი წარდგენა. დაბადება. ყოფნა!

მეორე სახლი – საქსედენტური, პერსონალური.
მმართველი – კურო
პლანეტა – ვენერა
გავლენის არეალი – საკუთრება; მატერიალური კეთილდღეობა; ფინანსური შემოსავალი, გასავალი, დანაკარგები, უსაფრთხოება; პიროვნების დამოკიდებულება საკუთრებასთან. მისი უნარები შემოსავლის გამოსამუშავებლად, ხელფასი და ღირსება.
რთული პლანეტარული მდებარეობები ამ სახლში ძირს უთხრის პიროვნების ღირსების გრძნობას და მიჯაჭვულს ხდის ფინასურ უსაფრთხოებაზე.
გამოწვევა – განსაზღვროს და დაალაგოს პიროვნული ღირებულებები, შინაგანი თუ გარეგანი ტალანტები და რესურსები. ფლობა!

მესამე სახლი – კადენტური, პერსონალური.
მმართველი – ტყუპები
პლანეტა – მერკური
გავლენის არეალი – კომუნიკაცია, კავშირგაბმულობა, კავშირის დასამყარებელი საშუალებები – ტელეგრაფიდან დაწყებული ინტერნეტით დამთავრებული;
კვლევა, გამოძიება, შეკითხვები, ყოველგვარი სახის ძიება.
გონებრივი აქტივობა, ინტელექტი, სწავლა, ყოველდღიურობა,
და-ძმები, ადრეული ბავშვობა, ადრეული განათლება (სკოლის პერიოდი);
ხანმოკლე მოგზაურობები, ტრანსპორტი და მასთან დაკავშირებული გამოცდილება ამ სახლთანაა კავშირში.
გამოწვევა- ცოდნის მიღება, ორგანიზება, გაზიარება. ინფორმირება!

მეოთხე სახლი (IC)- ანგულარული, პერსონალური.
მმართველი – კირჩხიბი,
პლანეტა – მთვარე.
გავლენის არეალი – სახლი, კერა, სამშობლო, ფესვები. შინაგანი სამყარო, შინაგანი უსაფრთხოება, ოჯახური ცხოვრება, მშობლების გავლენა, წარსული, ბავშვობა, დედობა.
გამოწვევა – ემოციური სიახლოვის განვითარება, თავდაცვა, ფესვების ძიება. აღზრდა!

მეხუთე სახლი – საქსედენტური, სოციალური.
მმართველი – ლომი
პლანეტა – მზე.
გავლენის არეალი – შემოქმედებითი ნიჭი, ბავშვები, სიყვარული, სიკეთე, ენთუზიაზმი, მოტივაცია, რომანტიზმი, თამაში, განსაკუთრებულობის გრძნობა, მხიარულება, აღტაცება.
მეხუთე სახლებში ჰარმონია მნიშვნელოვანია პარტნიორული ურთიერთობებისა და რომანებისთვის.
გამოწვევა – შემოქმედებითი ნიჭის განვითარება და საკუთარი თავის პატივისცემა. ცხოვრებით ტკბობა. გამოხატვა!

მეექვსე სახლი – კადენტური, სოციალური.
მმართველი – ქალწული
პლანეტა – მერკური.
გავლენის არეალი – ჯანმრთელობა, უკეთესობისკენ სწრაფვა, კვება და დიეტა, ჰიგიენა;
მომსახურება, სამსახური, სამუშაო, შრომა; სანიმუშო ქცევები; შინაური ცხოველები;

ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა სწორედ მეექვსე სახლზე აისახება.

გამოწვევა – გახდეს უკეთესი, გაარჩიოს ცუდი კარგისგან, იყოს კომპეტენტური და მცოდნე.
გაანალიზება!

მეშვიდე სახლი (descedent)- ანგულარული, სოციალური. 
მმართველი – სასწორი.
პლანეტა – ვენერა.
პირველი სახლი თუ ეგოს სახლია, მეშვიდე სახლი სხვების სახლია.
გავლენის არეალი – ქორწინება, სასიყვარულო და საქმიანი ურთიერთობები. სხვების მნიშვნელობა პიროვნების ცხოვრებაში. ახლობლებთან დამოკიდებულება, მეგობრები და საზოგადოება.
მეგობრები და მტრები ამ სახლშია ილუსტრირებული.
გამოწვევა – ურთიერთობების გასერიოზულება, დანათესავება!

მერვე სახლი – საქსედენტური, სოციალური.
მმართველი – მორიელი,
პლანეტა – პლუტონი
დამოკიდებულებები სიკვდილთან თუ სიცოცხლესთან, სექსთან სწორედ ამ სახლში ჩანს ყველაზე კარგად.
გავლენის არეალი – სიკვდილი, სექსი, რეგენერაცია; ანდერძი და მემკვიდრეობა; ცვლილებები; საკუთარი თავის ფლობა, ეზოთერიკა.
გამოწვევა – ხელახლა დაბადება. ძალების აღდგენა. რეგენერაცია!

მეცხრე სახლი -კადენტური, უნივერსალური. 
მმართველი – მშვილდოსანი
პლანეტა – იუპიტერი.
გავლენის არეალი – მენტალური ძიება – რელიგია, ფილოსოფია, უმაღლესი განათლება, სულიერი განვითარება, ხანგრძლივი მოგზაურობა.
გამოწვევა – თვალსაწიერის გაფართოება, უმაღლესი პოტენციალის რეალიზება. სულიერი ზრდა!

მეათე სახლი (MC) – ანგულარული, უნივერსალური.

მმართველი – თხის რქა.
პლანეტა – სატურნი.
გავლენის სფეროები – კარიერა, სამსახური, პროფესიული მიღწევები, გარე სამყარო, რეპუტაცია, სტატუსი, მდგომარეობა, შორსმჭვრეტელობა.
გამოწვევა – პატივისცემის დამსახურება, საზოგადოებაში თავის დამკვიდრება, სახელის მოხვეჭა, სტრუქტურირება!

მეთერთმეტე სახლი – საქსედენტური, უნივერსალური.
მმართველი მერწყული.
პლანეტა – სატურნი, ურანი.
უარყოფითი ასპექტები ამ სახლში ადამიანის სოციალურ ინტეგრაციას ართულებს.
გავლენის სფეროები – მეგობრობა, კოლექტივი. იმედები და სურვილები, ჯგუფები და კლუბები.ორგანიზაციები, ნაცნობობები და კონტაქტები, ქსელი და ალიანსი.
გამოწვევა – ჯგუფური ურთიერთობების დაფუძნება და კაცობრიობის წინსვლაში წვლილის შეტანა. რეფორმირება!

მეთორმეტე სახლი -კადენტური, უნივერსალური.
მმართველი – თევზები
პლანეტა – იუპიტერი, ნეპტუნი.
გავლენის სფეროები – კარმა, სულიერება, მარტოობა. ტრანსცედენტობა, მთლიანობისა და ღმერთის ძიება, ქვეცნობიერი, ფსიქიკა, ფარული რესურსები, ფარული სიძნელეები, იდუმალება, თვითგანადგურება, მსხვერპლშეწირვა. ნარკოტიკებთან და ალკოჰოლთან დამოკიდებულება, შიშები, პარანოია და ასე შემდეგ…
გამოწვევა – შინაგანი სამყაროს გამოკვლევა, გადარჩევა, გადალახვა და გაზრდა. საკუთარი თავისთვის ჯობნა!

 

მოამზადა დოჩი გოგომ

ავტორი

მსგავსი ფოსტები

Comments

  1. дидимадлоба дзалиан каргад арис дахасиатебули квелафери…моклед да гасагеб еназе