ასტროლოგიური მაღაზია

ასტროლოგია და … კულინარია

კულინარიაქეთი ვაწაძე

შესაძლოა ბევრი ადამიანისთვის ცოტათი უცნაურად ჟღერდეს ამ ორი სიტყვის შეთავსება. ბევრს ხომ საერთოდ ,,ეს ყველაფერი~ სისულელე და საღ აზრს მოკლებული ჰგონია.
იმისთვის, რომ გავარკვიოთ, მართლაც რა კავშირია ამ სიტყვებს შორის, გთავაზობთ მოკლე ასტრო-მიმოხილვას.

მაშ, ასე:

ვარსკვლავები ზემოქმედებენ არამარტო ჩვენს ხასიათზე, ტემპერამენტსა და ჯანმრთელობაზე, არამედ კვებით პრიორიტეტებზეც. თითოეულ ნიშანს თავისი გასტრონომიული ჩვევები, სისუსტეები და კულინარიული მიდრეკილებები აქვს. ასტროლოგიის თანახმად თითოეულ ზოდიაქოს ნიშანს ყველაზე მეტად უხდება ის საკვები, რომელიც ასე თუ ისე ასახავს მის ხასიათს. მას უფრო მეტი სარგებლის მოტანა შეუძლია ადამიანისთვის. სასიკეთო იქნება მოკლედ განვიხილოთ ეს შესაბამისობა:

პროდუქტებისა და ოთხი სტიქიის შესაბამისობა

ადამიანების ფსიქოტიპი სტიქიების მიხედვით

ცეცხლი – იმპულსურები, გამორჩეულები, აქტიურები
მიწა – მშვიდები, პასუხისმგებლიანები, მგრძნობიარენი
ჰაერი – მსუბუქები, კომუნიკაბელურები
წყალი – რბილები, მოქნილები, ნაზები

 

გემოვნება:

ცეცხლი – გამოკვეთილი, ცხარე, მარილიანი, მჟავე
მიწა – ტკბილი, მწარე
ჰაერი – მსუბუქი, სხვადასხვა გემოს ნაზავი
წყალი – ნაზი, მრავალფეროვანი

საკვები:

ცეცხლი – ცხელი, ცხარე
მიწა – მყარი, უფრო შესქელებული
ჰაერი – მსუბუქი, თბილი
წყალი – თხევადი, ცივი

აი, ასეთი განსხვავებული გემოვნება შეიძლება ჰქონდეთ სხვადასხვა სტიქიის წარმომადგენლებს. თუ ცეცხლს ცხარე და ცხელი საკვები უყვარს და შეესაბამება, წყალს – უფრო თხევადი.

მაგრამ, ხშირად, ადამიანი არ წარმოადგენს რაფინირებულად მხოლოდ ერთ სტიქიას!

მიუხედავად იმისა, რომ ვთქვათ, ვიღაც ვერძია, ცეცხლის სტიქიის წარმომადგენელი, შესაძლოა მასში თევზების, წყლის სტიქიის დიდი გავლენაა, თუ მის პირად ჰოროსკოპში მნიშვნელოვანი პლანეტები სწორედ თევზების ზონაშია მოქცეული, სხვასთან – შესაძლოა მიწის სტიქიის გავლენა უფრო იყოს გამოკვეთილი და სხვ. და რომელი სტიქია ჭარბობს ადამიანში, ეს მხოლოდ პირადი რუქის შედგენის შედეგად ხდება ცნობილი.

ყოველთვიურად შემოგთავაზებთ იმ ზოდიაქოს ნიშნის კვებასა და დიეტასთან დაკავშირებულ ინფორმაციას, რომელ ზოდიაქოს ნიშანსაც გადის მზე.

იმედი მაქვს, რჩევების გათვალისწინება დაგეხმარებათ მეტი სარგებელი მიიღოთ კვების პროცესისგან, ვინაიდან როგორც ცნობილია ნებისმიერ საგანს, მათ შორის საკვებს, გარკვეული ენერგეტიკა გააჩნია და საკვები – მხოლოდ პროდუქტი არ არის. ეს ერთგვარი ენერგეტიკაა, რომელსაც შეუძლია როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი ზეგავლენის მოხდენა თითოეულ ჩვენგანზე. ამიტომ, გაითვალისწინეთ ასტრო – რჩევები, რათა საკვებიდან მიიღოთ არა მარტო სიამოვნება, არამედ – სარგებელიც.

წარმატებები:)
ქეთი ვაწაძე

ავტორი

მსგავსი ფოსტები

დატოვეთ კომენტარი