ასტროლოგიური მაღაზია

ასპექტების კონფიგურაცია

ტაუ კვადრატი

დემი მურის რუკა

T კვადრატი (ტაუკვადრატი) – ეს კონფიგურაცია დგება მაშინ, როცა ორი პლანეტა ერთმანეთთან ოპოზიციაშია და ორივე მათგანი კვადრატს ქმნის მესამე პლანეტასთან. T კვადრატს ხშირად ადარებენ სატურნსაც. ის ქმნის კრიზისულ სიტუაციებს, რათა ადამიანი აიძულოს მიაღწიოს მეტს.

ეს საკმაოდ რთული კომბინაციაა, რომელიც ბევრი დაბრკოლების გადალახვას მოითხოვს, თუმცა ამავდროულად ამ პრობლემის მოგვარების ძლიერ დრაივს და ამბიციასაც გვაძლევს. ის დაძაბულობა, რომელსაც ორი პლანეტის ოპოზიცია ქმნის, მესამე – ორმაგ კვადრატში მყოფი პლანეტის ენერგიით უნდა გადაიჭრას.

თუკი T კვადრატი კარდინალურ ნიშნებშია – ეს დინამიურობაა, სწრაფი რეაგირება. ადამიანი კრიტიკულია, ობიექტურობისა და მბრძანებლობისკენ არის მიდრეკილი. ის ენერგიითაა სავსე და მუდმივად ამ ენერგიის დახარჯვის გზებს ეძებს. კარდინალურ ნიშნებში ეს ასპექტი მოუთმენლობას სძენს თქვენს ბუნებას, რამაც შეიძლება განაპირობოს ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღება, რომელსაც შემდგომ ინანებთ.

თუკი T კვადრატი ფიქსირებულ ნიშნებშია – ეს სიმყარეა. ადამიანი ნელა და მოთმინებით ცდილობს ცხოვრების სტრუქტურიზებას და მისთვის რთულია აბსტრაქციასთან, ღირებულებებთან და იდეალებთან ურთიერთობა. მოქმედებამდე ის ყველა შესაძლო რისკებს ითვალისწინებს. საჭიროა ადამიანებთან მეტი მოქნილობა, ნაკლები შეუპოვრობა და სიმკაცრე. ეს ასპექტი იძლევა სიმტკიცეს, გამძლეობას, ამტანობასა და წინააღმდეგობის გაწევის, პრობლემებისთვის პირდაპირ თვალებში ჩახედვის უნარს, მაგრამ ფლექსიბელურობის ნაკლებობასაც, რაც თავისთავად აფერხებს პროგრესს.

თუკი T კვადრატი მუტაბელურ ნიშნებშია – ეს იდეალებისა და ღირებულებების მუდმივი ოპოზიციაა. ადამიანი კრიტიციზმით ცდილობს საკუთარი ინდივიდუალობის წარმოჩინებას და ლიდერისა თუ საყოველთაო ტენდენციებისთვის ფეხის აწყობისგან გათავისუფლებას. ის მერყევია, პრობლემების გადაწყვეტას კი მათი იგნორირებით აპირებს, რაც რა თქმა უნდა მათი გადაჭრის გზად არ შეიძლება ჩაითვალოს.

ნებისმიერ შემთხვევაში კი T კვადრატი ცხოვრებისეული პრობლემებია, რომელსაც ექშენი და მიზნის მიღწევის დრაივიც ახლავს. მისი მოთხოვნებით ცხოვრება გამოწვევაა და როცა მისი ენერგია მოწიფული ზრდასრული ადამიანის მიერ უკვე სწორად არის მიმართული, ძალიან მრავალმნიშვნელოვან ცოდნამდე მივყავართ. ეს სტიმულია წარმატებისკენ, რომელიც უამრავ ცნობილ ადამიანს ჰქონდა.

 

დიდი ჯვარი ასპექტები

სტივ ჯობსის რუკა

დიდი ჯვარი – ეს კონფიგურაცია წარმოადგენს 4 ან მეტი პლანეტის დაახლოებით 90 გრადუსიან ინტერვალზე განლაგებას, რომლებიც თავისთავად კვადრატებით დაკავშირებული ოპოზიციების დიდ ჯვარს ქმნიან. გლობა ამბობს, რომ ეს ყველაზე ცხადი კომბინაციაა, რომელიც ცეცხლის ნიშანს შეესაბამება.

კოზირისტკაია და ლევინი ამბობენ, რომ რუკაზე მსგავსი კონფიგურაციის პატრონები, ბავშვობიდან უამრავ აქტივობას ეწევიან, მაგრამ ყველა სფეროში მოუქნელები არიან, ცდილობენ მთელ სამყაროს მოახვიონ თავს თავიანთი განზრახვები და არ აინტერესებთ არავის რეაქცია. დარწმუნებულები არიან თავიანთ კორექტულობაში, არასოდეს იხევენ უკან, არასოდეს თმობენ საკუთარი სურვილით, და თუკი ძლიერი წნეხის შედეგად იძულებული გახდნენ კომპრომისზე წავიდნენ, ესეც დროებითი იქნება. ისინი მუდმივი გამოწვევებით ცხოვრობენ, ეს კომბინაცია მუდმივი დაძაბულობის და გარდაქმნების პოზიციაა.

მარჩი და მაკივენსი მიიჩნევენ რომ თუ საით იქნება ადამიანის აქტივობა მიმართული დამოკიდებულია თავად ჯვრის თვისებებსა და სახლებზე, რომლებშიც ეს ჯვარია განთავსებული. კარდინალური ჯვარი მიუთითებს მოქმედების სისწრაფესა და დინამიურობაზე, ფიქსირებული ჯვარი – მოქმედების სიმტკიცეზე, მუტაბელური ჯვრის აქტივობა კი ხალხის ქმედებებსა და უკუქმედებებზეა დამოკიდებული.
საკოიანი და აკერი თვლიან, რომ დიდი ჯვრის ნებისმიერი პლანეტის პრობლემის გადაჭრის მცდელობა სხვა ამ კონფიგურაციაში მონაწილე პლანეტებსაც რთავს პროცესში, მათაც გადასცემს თავის პრობლემებს. ადამიანი იძულებულია ერთი კრიზისული სიტუაციიდან მეორეზე გადახტეს, ვერ ახერხებს ვერცერთზე საკმარის კონცენტრაციას და შესაბამისად უჭირს კონსტრუქციული გამოსავლის პოვნა.

თუკი ჯვრის ყველა ფოინთი მიმართული იქნება ერთი ჯვრის ხასიათის ან ერთი რომელიმე სახლის სფეროსაკენ, მაშინ ამ ჯვრის პრობლემა დომინანტური ხდება ადამიანის ცხოვრებაში. ენერგიის სწორი მიმართულების და მიზნის მისაღწევი უფრო იოლი გზის საპოვნელად, საჭიროა ადამიანმა კონცენტრაცია გააკეთოს იმ პლანეტაზე, რომელსაც ჰარმონიული ასპექტები აქვს სხვა, ამ კონფიგურაციის გარეთ დარჩენილ პლანეტებთან.

პოდვოდნი კი დიდ ჯვარს განიხილავს როგორც ბალანსს ოპოზიციებს შორის და მიიჩნევს, რომ უმჯობესია თუ ერთ რომელიმე პლანეტაზე ან სახლზე არ გავაკეთებთ კონცენტრაციას, როგორც რაიმე კონკრეტულ მიზანზე და როგორც ტალღებზე წონასწორობის დაცვისას ისე მივყვებით ბედისწერის რიტმს.

 

დიდი ტრინი ასპექტები

ქეთრინ ზეტა ჯონსის რუკა

დიდი ტრინი – ეს არის კონფიგურაცია, სადაც სამი პლანეტა ერთმანეთთან ტრინებით ქმნის სამკუთხედს. ეს ჰარმონიული და ძალიან მტკიცე კომბინაციაა. ადამიანისთვის, რომლის რუკის ბაზისს დიდი ტრინი წარმოადგენს , ბედის ჩარხის ტრიალს არც ისე სავალალო შედეგები მოაქვს და გარეშე ძალები ეხმარებიან წინსვლაში. შეიძლება ითქვას, რომ ისინი სხვებზე უფრო სწრაფად და უფრო იოლადაც კი აღწევენ წარმატებას.

კოზირიტსკაია და ლევინის მიხედვით ეს ყველაფერი ცხოვრების პირველ ფაზაში ვლინდება. 24-დან 30 წლამდე პერიოდში ადამიანს ეწყება განვითარების, საკუთარი თავის რეალიზაციის, მონაცემებისა და შესაძლებლობების გამოყენების მოთხოვნილების შედეგად შინაგანი წნეხი. ამ კონფიგურაციის მთავარი უარყოფითი მხარე ის არის, რომ ის იმდენად მყარია, ადამიანს არ უყვარს რისკი და ჩვეულებიდან იშვიათად უხვევს. დიდი ტრინის სტაბილურობა აყალიბებს სტატიკურ ხასიათს და სწორედ იმიტომ რომ გარემო ხელს უწყობს ჰარმონიზაციასა და პრობლემების დიდი ძალისხმევის გარეშე გადაჭრაში, განვითარება ეზარება.

გამოჩენილი ადამიანების რუკაში ეს ტრინი იშვიათად იკავებს წამყვანი კონფიგურაციის ადგილს, ბევრი მათგანი ვერ აღწევს იმდენს, რამდენის მიღწევაც შეუძლია, უბრალოდ იმიტომ რომ ,,ბედნიერი შემთხვევები“ და ,,გამართლება“ ამბიციებისა და წარმატებისთვის ბრძოლის არც ისე კარგი სტიმულატორია. თუმცა საკოიანი და აკერი აკონკრეტებენ რომ თუკი დიდი ტრინი აქვს მარსს ან სატურნს ინერტულობისა და უმოტივაციობის გამო აქტიური ქმედებების შეწყვეტის პრობლემა არ ჩნდება. ეს მკვლევარები ხაზს უსვამენ რომ თუ დიდი ტრინის პოტენციალის ამუშავება სურს ადამიანს, საჭიროა იხელმძღვანელოს მისით, მიმართოს სულიერი განვითარებისკენ და გამოიყენოს თვითგამოხატვაში.

ეზოთერიკაში ეს სიწმინდის ასპექტად ითვლება. და თუკი ამ კომბინაციის მონაწილე რომელიმე პლანეტა ამავდროულად რუკის მმართველიცაა, მაშინ მისი ენერგია ბუნებით ღვთაებრივად ითვლება. მაგრამ ამ ფაქტორის გარეშეც ეზოთერული დატვირთვით ის ელემენტს (სტიქიას) წმენდს.

დიდი ტრინის კონკრეტულ რუკაში განხილვისას საჭიროა ყურადღება მივაქციოთ თუ რომელ სტიქიაშია შემაკავშირებელი პლანეტები ( როგორც წესი ერთ სტიქიაში არიან ხოლმე).

ჰაერის დიდი ტრინი ინტელექტისა და ურთიერთობების ენერგიაა. ისინი სოციალურები და ურთიერთობების მოყვარულები არიან. ეს არის ნეთვორქინგი, კომუნიკაცია და იდეები. ისინი კარგად იგებენ საპირისპირო პოზიციას დებატებში და ეფექტური კომუნიკაციის საშულებით საკუთარი აზრის მიწოდებასაც კარგად ახერხებენ. მათ სხვანაირად ,,ჰაერის თავებს“ ეძახიან, რადგან აქ გონებრივი აქტივობა სულიერ, ემოციურ თუ ფიზიკურ აქტივობებზე მაღლა დგას. დომინანტი აქ ყოველთვის ლოგიკაა და ყველაზე მეტად არაკომფორტულად თავს მძლავრ ემოციებში გრძნობენ. იშვიათად ნახავთ მათ საკუთარ ტკივილებში ღრმად ჩაფლულს და მათგან თავის დაღწევასაც ახერხებენ. ემოციური მდგომარეობის ღრმა ანალიზი ჰაერის დიდი ტრინის მქონე ადამიანის მახასიათებელი არ არის (თუ რა თქმა უნდ წყლის ძლიერი გავლენა არ არის). ისინი იდეინები და დიდი მოლაპარაკებები არიან, მაგრამ სამწუხაროდ ასეთივე დიდი პრაქტიკოსები ნაკლებად (თუ რუკა ხელს არ უწყობთ). შეიძლება ბევრი მოგეჩვენოთ მათ შორის ყურადღებაგაფანტულად, მაგრამ ეს არ იქნება სწორი. რადგან მათი დაბნეულობა ცუდი კონცენტრაციის შედეგი კი არა , იმის ბრალია, რომ მათ წინაშე მდგარი ამოცანა არ ღირს მათი ენერგიის ან დროის კარგვად, ან კიდევ უბრალოდ არც ისე ინტელექტუალურად ღირებულია რომ დიდხანს შეინარჩუნონ ინტერესი.

წყლის დიდი ტრინის ენერგია ემოციურ გამოხატვაში ვლინდება. ეს ტრანსფორმაციის ენერგიაა, ცნობიერი და ქვეცნობიერი. პირველი რეაქცია გრძნობების გავლის შემდეგ ხვდება გონებრივი ანალიზის მასალა. ისინი ძირითადად ინტუიციას ენდობიან და ემოციებით იმართებიან. სწორედ ეს შეიძლება ჩაითვალოს ამ ტრინის ნეგატიურ მხარედ- ზედმეტი მგრძნობიარობა და დრამატულობა. ემოციების სიღრმე კი დაკავშირებულია იმაზე თუ რა პლანეტები მონაწილეობენ ტრინში და რომელი სახლები. თუმცა რა მდგომარეობაც არ უნდა იყოს, მიდრეკილება აქვთ ხანდახან თავადვე შექმნან კრიზისი, რადგან ეს მათთვის გაწმენდის და ტრანსფორმირების გზაა.

მიწის დიდი ტრინის ენერგია ყველაზე ნაკლებად გამოხატულია სხვა ელემენტებთან შედარებით. რადგან მიწა ეს მატერიაა და ამ ადამიანებსაც უფრო პრაქტიკული ინტერესები აქვთ.

ცეცხლის დიდი ტრინი კი სულიერი ექსპრესიის ტრინია. ცეცხლი ზოგადად სულიერი ენერგიაა, ცხოვრების სიმბოლო. ის აქტიურობასა და ექშენში ვლინდება. ყველაზე მეტი სულიერი ლიდერი ცეცხლის ტრინით არის დაბადებული (წყლის ტრინითაც) . ამ კონფიგურაციის მქონე ადამიანები სულ წინ მიდიან და ვერ ხვდებიან გაჩერებას სანამ ელემენტი არ დაუჯდებათ. ამიტომაცაა საშიში ზედმეტად არ გამოიფიტონ. მათ პირველ რიგში საკუთარი ენერგიის კონსერვირება და შენახვა უნდა ისწავლონ. ცეცხლი მანამ იწვის, სანამ საწვავი ეყოფა.

კურტ კობეინის რუკა

კურტ კობეინის რუკა

 

 

აფრა – ეს დიდი ტრინის ორი პლანეტის სექსტილით მეოთხე პლანეტასთან კავშირია (დიდი ტრინი ბისექსტილით). კოზირიტსკაიას და ლევინის მიხედვით ეს შინაგანი სტაბილურობა, მოქნილობა და შესაძლებლობების წარმატებული რეალიზაციის ენერგიაა, რასაც თან ახლავს გარემოს შეცვლის ძლიერი სურვილი, ცოდნა, აქტიურობა და აგრესიულობაც. აფრა ეს უზარმაზარი დრაივია. ეს არის დიდი ტრინის სტაბილურობა და შესაძლებლობები კონკრეტული შედეგის მიღწევის სქილით. ერთადერთ უარყოფითი გამოვლინება ამ კონფიგურაციას რაც შეიძლება ქონდეს, მარჩის და მაკივენის მიხედვით, არის ის, რომ კონფიგურაცია თავის თავში მოიცავს სამ სხვადასხვა ასპექტს, რაც კონცენტრაციას ასუსტებს და არც ისე ხელსაყრელი შეიძლება აღმოჩნდეს ჰოროსკოპის სხვა დანარჩენი შესაძლებლობების უტილიზაციისთვის.

 

 

 

მზე ვენერა მერკურის სტელიუმი მერწყულში და დიდი კვადრატი

მზე ვენერა მერკურის სტელიუმი მერწყულში და დიდი კვადრატი

დიდი კვადრატი – ეს არის ოთხი კვადრატურის კავშირი ერთმანეთთან, რომელიც თავად ქმნის დიდ კვადრატს და ყველაზე დაძაბული კონფიგურაციაა. ის უკიდურესი შეზღუდვების ჩარჩოში სვამს ადამიანს, საშინელი პრესინგის ქვეშ ატარებს.

უზარმაზარი ენერგიაა, რომელიც გამოყენებას ითხოვს, მუდმივ დინამიურობას, დაჟინებას და ძალისხმევას. ადამიანები ამ კომბინაციით რუკაზე ადრეული ასაკიდანვე კრისტალიზდებიან. ძალიან დინამიური ხალხია, ძალიან, მაგრამ მოქნილობა აკლიათ სამყაროსთან მიმართებაში, განსაკუთრებით კი მაშინ თუ ეს კვადრატი თავის თავში ორ ოპოზიციას (დიდ ჯვარს) მოიცავს თავის თავში. ჯვრის არარსებობის შემთხვევაში კი უფრო ნაკლები დაძაბულობა, დინამიკა და მეტი ფლექსიბილობაა. თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად დიდი კვადრატი მაინც არ განიხილება როგორც დესტრუქციული კონფიგურაცია, პირიქით, დიდი ძალისხმევის შედეგად მიზნის მიღწევის საკმაოდ მყარი პატერნაა.

 

სტელიუმი – ეს არის სამი ან მეტი პლანეტა ერთ სახლში ან ერთ ნიშანში. ეს ძლიერი ნებისყოფა, სტიმული, თავდაჯერება და პირდაპირი ქმედება ამ სახლის სფეროებსა თუ ნიშნის ხასიათში.
ჩვენ ძალიან დიდ ინვესტიციას ვდებთ ამ სფეროში და ძალიან ბევრსაც ვითხოვთ უკან, თუმცა ბევრი კვერცხის ჩადება ერთ კალათში ხანდახან არც ისე კარგი შედეგებით სრულდება ხოლმე.

 

მოამზადა დოჩი გოგომ

ავტორი

მსგავსი ფოსტები