არ თქვათ რამდენს გამოიმუშავებთ!
დააკვირდით საკუთარ თავს, რამდენად ხშირად და რას ლაპარაკობთ ფულზე.
წუწუნებთ, რომ არ გაქვთ? – არც გექნებათ! ეს, ხომ თქვენ თვითონ შთააგონეთ საკუთარ თავს.
ამაყობთ, რომ 300 დოლარი მოიგეთ ან ძვირფასი ნივთი გაჩუქეს? მეგობრებთან იპრანჭებით, რომ მაღალი ხელფასი გაქვთ? სასწრაფოდ გაჩერდით!
არასოდეს ღირს საკუთარი შემოსავლის, (მითუმეტეს თუ მაღალია) გახმაურება. მითუმეტეს არ შეიძლება ფულით ტრაბახი.
ამით თქვენ ფულის ენერგიას ანგრევთ.
შემთხვევითი არაა, რომ დასავლურ კულტურაში პიროვნების შემოსავლებზე არ საუბრობენ. კითხვა – რამდენი გაქვს ხელფასი? – იქ უხერხულიც კია. სამწუხაროდ, ჩვენთან ასეთი ინტიმური კითხვა ყოველ ფეხის ნაბიჯზე ისმის.
და თუ მაინც მოგიწიათ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა – თამამდ დაასახელეთ ნაკლები თანხა! ეს არ იქნება ტყუილი, უბრალოდ თქვენ გააზრებულად დაიცავთ საკუთარ კეთილდღეობას 🙂