არ დაივიწყოთ …
ერთი წელი გავიდა …
ასტროლოგია.ჯის ერთგული მკითხველისთვის კარგად ცნობილი და საყვარელი კატუშა კატი ჩვენთან აღარ არის … თუმცა მისი პოზიტიური პოსტები, წერილები თუ სიტყვები კიდევ არა ერთხელ გააღიმებს, დააფიქრებს და შეაგრძნებინებს ცხოვრების სიყვარულს ადამიანებს… კატუშა ექვსი წელი ებრძოდა დაავადებას, არ ნებდებოდა, არ ჩერდებოდა და სახავდა მომავლის მიზნებს… მისი დიაგნოზით ადამიანები ხშირად, ერთ წელსაც ვერ ცხოვრობენ … მან კი ამდენი შეძლო <3 არა ერთხელ მომიყვანია მაგალითად მისი ბრძოლისუნარიანობა, ნებისყოფა და სიცოცხლის სიყვარული ადამიანებისთვის … მომავალშიც ასე მოვიქცევი და არასოდეს დამავიწყდება მისი სიტყვები, განწყობა, დამოკიდებულება თუნდაც ცხოვრებაში უნახავი ახლობელბის მიმართ …
კატუშას პირადად არასოდეს შევხვედრილვარ … მაგრამ არა ერთხელ მიმიღია მისგან მხარდაჭერა, დახმარება და სითბო …
***
დღეს დავფიქრდი რისი მეშინია ყველაზე მეტად , და მივხვდი, არა კი არ მივხვდი , ვიცოდი , მე მონატრების მეშინია და იმის რომ დამივიწყებენ. ყველაზე მეტად ამ ორი რამის მეშინია ხოდა გადავწყვიტე მივწერო ყველას, ყველას ერთად .
არ დაივიწყოთ,
არ დაივიწყოთ წამები როცა ბედნიერი იყავით,
არ დაივიწყოთ შეგრძნება პირველი თოვლის მოსვლისას რომ გიჩნდებათ,
არ დაივიწყოთ რას გრძნობდით პირველი ზიარებისას,
არ დაივიწყოთ პირველი სიყვარული,
არ დაივიწყოთ ბავშვობის საუკეთესო მეგოარი,
არ დაივიწყოთ პირველი კოცნა,
არ დაივიწყოთ რა საშინელებაა მარტოობა, რათა ადამიანები ადვილად არ დაარგოთ,
არ დაივიწყოთ რა მაგარია ცეკვა და სიმგერა უხმოდ და უსმენოდ მაგრამ ყველაზე მხიარული და ემოციური,
არ დაივიწყოთ როგორ უყვარხართ დედას და მამას,
არ დაივიწყოთ სიკეთე, რომელიც თქვენთვის გაუკეთებიათ,
და დაივიწყეთ ყოველივე ცუდი ..
არ დამივიწყოთ მე ,
არ დაივიწყოთ ჩემი ოპტიმისტური გამოხტომები,
არ დაივიწყოთ ჩემი ცრემლიანი თვალები,
არ დაივიწყოთ ჩემი არანორმალური სიცილი,
არ დაივიწყოთ ჩემთან ერთად ნამღერი არც ერთი სიმღერა,
არ დაივიწყოთ ჩემი სიმთვრალე 3 ჭიქის შემდეგ,
არ დაივიწყოთ ჩემი სითბო,
არ დაივიწყოთ ჩემი უსაზღვრო სურვილი თქვენი დახმარების,
არ დაივიწყოთ როგორი ვიყავი ხანდახან როცა ვცანცარებდი, შეუდარელად მხიარული და საყვარელი, ალბათ,
არ დაივიწყოთ ჩემთან ერთად გატარებული ბედნიერი დღეები ან თუნდაც წამები,
არ დაივიწყოთ როგორ მიყვარხართ თითოეული თქვენგანი,
არ დაივიწყოთ ჩემი ოცნებები,
არ დაივიწყოთ ჩემი საზიზღარი თმები )))
არ დაივიწყოთ ჩემი მახინჯი მაგრამ მაინც საყვარელი სახე ))
არ დაივიწყოთ არცერთი ჩემთან ერთად გატარებული წამი,
არ დაივიწყოთ ჩემი სიყვარულით სავსე თვალები,
არ დაივიწყოთ ჩემი უსაზღვროდ შეყვარებული გოგოს გამომეტყველება,
არ დაივიწყოთ რომ მე ბედნიერებისთვის დავიბდადე და სიყვარულისთვის, ამიტომ განვიცდიდი ყოველ დარტყმას საშინლად, და ვერ ვეგუებოდი , ვერ წარმომედგინა უბედური ან მიტოვებული ჩემი თავი. მე ძალიან მეშინია, როცა წავალ როგორ გავძლებ უთქვენოდ, ამ მონატრებას რას ვუზავ, მეშინია, რომ დაგავიწყდებით, ადრე თუ გვიან დამივიწყებთ და მერე ? მერე არაფერიც არ იქნება…
არ დაივიწყოთ ჩემი ღიმილიანი სახე !..
კატუშა კატი
ყოველთვის “გაიღიმეთ, ცხოვრება მშვენიერია!” – ასე სრულდება მისი ერთ-ერთი სტატია… ხოდა თქვენც გაიღიმეთ, მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, დამძიმდით … გაიღიმეთ, გახსოვდეთ და არ დაივიწყოთ, რომ არსებობდა გოგონა, ფსევდონიმად კატუშა კატი, რომელმაც თქვენთვის თუნდაც აი ეს რამდენიმე სტატია შექმნა:
როგორ შევინარჩუნოთ პოზიტიური ენერგია
გზა, რომელსაც ბედნიერებისკენ მივყავართ
ეგვიპტური ჰოროსკოპი თქვენთვის
6 Comments
დატოვეთ კომენტარი
You must be logged in to post a comment.
:(((((
🙁
საშინლად დამწყდა გული..მაგრამ მჯერა რეინკარნაციის….და მჯერა იმის რო სადაცაა და როგორც იქნება მუდამ იცოცხლებს და კარგად იქნება…უბრალოდ ამქვეყნიური მისია დაასრულა…და ახალ მისიას დაიწყებს..
au catusha, exla cavikitxe es posti , ar vicodi, cremlebs ver vikaveb, rodis gardaicvale panashvidze mividodi 🙁 kargi adamiani iko , catush, ar dagivickebt <3
გუშინ დილის 6 საათზე ნატ, ვერ ვიჯერებ ჯერაც 🙁 🙁
madloba kris