არ გაღატაკდეს ხელი გამცემისა!
ადრე, ეკლესიისთვის შესაწირის გაკეთება გაცილებით მიღებული ფორმა იყო. მაშინ ტაძრები და მონასტრები სკოლებს, საავადმყოფოებს და თავშესაფრებს ინახავდნენ, შენაწირი კი არა მხოლოდ მონასტრების მოვლაზე არამედ, თანამედროვე ენით რომ ვთქვათ, სოციალურ უზრუნველყოფაზე იხარჯებოდა.
მაშინ, თავადები თავად აშენებდნენ სკოლებს და მონასტრებს. რადგან ესმოდათ, რომ ქველმოქმედება მათი სიმდიდრის საპირწონეა (სჯობს გააზრებულად მიცემა, ვიდრე მოულოდნელად დაკარგვა). გარდა ამისა, ისინი საკუთარი ფულადი ენერგიის გაძლიერებაზეც ზრუნავდნენ (ბევრს გასცემ, ბევრს მიიღებ).
გინდათ სტაბილურად ბევრი ფული გქონდეთ? აუცილებლად დაკავდით ქველმოქმედებით. მაგალითისთვის იპოვნეთ რომელიმე ბავშვთა სახლი და თუნდაც, თქვენთვის უკვე გამოუსადეგარი ნივთები მიიტანეთ (რომლებიც ნებისმიერ ოჯახში მრავლად მოიპოვება).
თუ ქუჩაში, მათხოვარ ბავშვებს ხურდას არ აძლევთ, სწორადაც იქცევით! მაგრამ მათთვის უკეთესი რამის შეთავაზება შეგიძლიათ. – უყიდეთ იქვე ტკბილეული, ფუნთუშა, ბლითი ან თუნდაც სათამაშო.მიცემულ ფულს მათ მაინც არავინ ახმარს, ასე კი დარწმუნებული იქნებით, რომ თქვენი დახმარება ამაო არ იყო.
შეიძლება მიიღოთ გადაწყვეტილება და თქვენ თავზე აიღოთ მერთი რომელიმე მიუსაფარი ბავშვის მოვლა, ან ხელმოკლე ოჯახის დახმარება. თქვენ თვითონ იცით ამ ეტაპზე რას გაწვდებით. სულ მცრედითაც კი თქვენ უდიდეს საქმეს გააკეთებთ და რაც მთავარია, დადებითად განაწყობთ სამყაროს და ფულის ენერგიას.
კიდევ ერთი რჩევა, ქუჩაში მოწყალების გაღებისას აუცილებლად, თქვენთვის ჩიბუტბუტეთ: „დაე არ გაღატაკდეს ხელი მიმცემისა!“ ეს სიტყვები მაგნიტივით, ათმაგად მოიზიდავს თქვენს ცხოვრებაში გაღებულს.
მოამზადა გივი მატებამ