არასოდეს მოარტყათ თქვენს ბაიას ტაკოზე!
გაიხსენეთ როგორი იყო თქვენი პატარა ახალშობილი ^_^ როგორ აძინებდით ჩვილობის პერიოდში ყველაზე მარტივად – მშობლების უმრავლესობა პირველივე დღეებიდან ამჩნევს,
რომ ბავშვი დედის გვერდით, მყუდრო გარემოში განსაკუთრებულად მშვიდად გრძნობს თავს და მარტივად იძინებს როდესაც ტაკოზე ხელის თითებით ნაზად და რიტმულად უკაკუნებთ.
როდესმე თუ დაფიქრებულხართ რატომ ახდენს ეს მოქმედება ასეთ დადებით ეფექტს თქვენს პატარაზე?
მუცლად ყოფნის დროს, განსაკუთრებით ბოლო თვეებში, როდესაც ბავშვი თავით დაბლა პოზიციაში იმყოფება ტაკოზე მუდმივად გრძნობს დედის გულის ცემას . . .
ეს არის რიტმი, რომლის გამეორებაც უკვე ხელში ყოფნის დროსაც კი საშვილოსნოს წიაღში გატარებულ ბედნიერ, უზრუნველ და მყუდრო სამოთხეს ახსენებს. ამიტომაც მშიდდება, იტრუნება და იძინებს ტკბილად ^_^
წარმოიდგინეთ რამდენად მტკივნეული, ფსიქოლოგიურად დამანგრეველი და მწარეა პატარასთვის ყოველი მორტყმა, რომელსაც თქვენგან დამსახურებულად ან დაუმსახურებლად იღებს…
(შეიძლება ახლა თავს იმართლებთ დასჯის მიზნით, ტაკოზე სწორედ იმიტომ ვურტყამ რომ ყველაზე რბილი ადგილია და არ ეტკინებაო … მაგრამ აქ ფიზიკური ტკივილი მეორეხარისხოვანია… რადგან ყოველმა ფსიქოლოგიურმა ტრავმამ შეიძლება სამუდამოდ შეცვალოს თქვენი პატარას მომავალი.)
ყოველთვის შეეცადეთ ფიზიკური შეხებისა და ხმის მაღალი ტონის გარეშე მოაგვაროთ პრობლემები შვილთან.
ნურასოდეს დაგავიწყდებათ, რომ ყველა ადამიანი ხომ თანასწორია ასაკის, სქესის, რასის, ორიენტაციისა და რელიგიური აღმსარებლობის მიუხედავად და თუ პატარას უფროსი ადვილად სცემს ეს სრულიად არ ნიშნავს იმას, რომ იგივე საქციელის ჩადენა ბავშვს არ შეუძლია.
შვილის მომავალ ფსიქიკაზე და მეზე მუცლადყოფნის პერიოდიდანვე იზრუნეთ. მოეფერეთ ყოველ დღე და უთხარით უამრავი კეთილი, თბილი და ტკბილი სიტყვა.
შე ბედნიერო! შე ჯანმრთელო! შე გახარებულო! შე ძლიერო! შე ლამაზო! – ხშირად გამოიყენეთ ეს სიტყვები მასთან ურთიერთობისას.
ყოველთვის, როდესაც გაბრაზების პირას იქნებით ღრმად ჩაისუნთქეთ, ამოისუნთქეთ, გაუღიმეთ და მშვიდად აუხსენით რას აკეთებს არასწორად.
შემდეგ კი ჩაეხუტეთ ^_^
სითბოთი და სიყვარულით აუცილებლად ყველაფერს გააგებინებთ და გაზრდით ისეთ პატარას, რომლისთვისაც ტაკოში მორტყმა სულ არასოდეს მოგინდებათ!
მოამზადა ვივი ვაშამ
One Comment
დატოვეთ კომენტარი
You must be logged in to post a comment.
აი რატომ არ უნდა მოარტყათ პატარებს ტაკოზე :))) წაიკითხეთ აუცილებლად