არასოდეს დახუროთ გული!
გნებავთ უდაბნო ნაყოფიერ ადგილად აქციოთ? – უბრალოდ, გაიყვანეთ წყალი და მცენარეები, ცხოველები, ადამიანები თავიანთ ადგილს იპოვნიან. წყალი ხომ მარადმოძრავი სიცოცხლეა. ასე რომ, გაიყვანეთ წყალი და ნუ იზრუნებთ იმაზე, რომ გაერკვეთ, როგორი ხები აყვავდება, როგორი ჩიტები იმღერებენ ამ ხეებზე. ზოგი იტყვის: „მაგრამ მე მინდა ჯერ ყველაფერი ვიცოდე – რა ადგილას იქნება ეს მცენარე ან ჩიტი, რომელ ტოტზე იგალობებს იგი.“ თუ წყლის გაყვანამდე ამ წვრილმანების გარკვევას გამოეკიდებით, ასწლეულები გავა ისე, რომ არ გაიზრდება არც ერთი ყვავილი, არ იმღერებს არც ერთი ჩიტი. მიეცით უფლება წყალს, რომ იდინოს და მალევე ნახავთ, როგორ მონახავს ყველა თავ-თავის ადგილს, ყველა ამღერდება, ყველაფერი აყვავდება და ეს იქნება ღვთის საუფლო.
მისცეთ წყალს იმის უფლება, რომ იდინოს იმას ნიშნავს, რომ არასდროს შეწყვიტოთ სიყვარული. მაშინაც კი,როცა ადამიანები ბოროტად მოგექცევიან, არ დახუროთ თქვენი გული, თორემ თქვენი წყარო დაშრება და უდაბნოდ გადაიქცევით.
ადამიანის არსებობის უმთავრესი საზრუნავი უნდა იყოს ბუნება იმ ძალებისა, რომლებიც მოქმედებაში მოჰყავს თავისი ფიქრებითა და გრძნობებით; ამიტომ ეცადეთ, ყოველდღე რამოდენიმე წუთი მაინც დაკავდეთ ისეთი საქმიანობით, რომელიც თქვენს აზრებს დააკავშირებს ამაღლებულ რეალობებთან. აირჩიეთ ისეთი საქმიანობა, რომელიც თქვენგან მოითხოვს, მიიზიდოთ და შეინარჩუნოთ უმშვენიერესი სახეები, ცნობიერების ყველაზე ამაღლებული მდგომარეობა; ამ საქმიანობას უნდა აღიქვამდეთ დღის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად, რომელზეც დამოკიდებულია თქვენი მომავალი, თქვენი ხსნა. და თუ მალევე ვერ დაინახავთ სასიკეთო შედეგს, მაინც განაგრძეთ ეს საქმიანობა და ერთ მშვენიერ დღეს იგრძნობთ, რომ თქვენში არსებობს რაღაც ძალიან დიდი, ძალიან წმინდა, და რაც არ უნდა მოხდეს, იგი მოგიტანთ სინათლეს, სიხარულსა და სიმშვიდეს.
ომრაამ მიქაელ აივანჰოვი
თარგმნა ეკა ჭუმბურიძემ