ასტროლოგიური მაღაზია

ანწლი (25 ნოემბერი–23 დეკემბერი) – დრუიდების ჰოროსკოპი

ანწლიანწლი მეგალითის დროიდან საიდუმლოებით იყო შემოსილი, როდესაც მის ფოთლებს საფლავის ქვებზე გამოსახავდნენ, როგორც სიკვდილის და ამავდროულად, ახალი სიცოცხლის სიმბოლოს.

კელტების რიტუალურ ზოდიაქოში ეს პერიოდი სიცოცხლესა და სიკვდილს შორის ზამთრის ყველაზე გრძელ დღეს ემთხვევა. კელტების მთვარის ზოდიაქოში არყის ხე და ანწლი ანუნის მიწისქვეშა სამეფოს შესასვლელის სხვადასხვა მხარეს დგანან და მზის ჩასვლასა და ამოსვლას აღნიშნავენ.

ანწლის თვე გამოხატავს მზის პატიმრობის, ან მზის სულის სიმბოლოს. ამ თვესთან დაკავშირებულია კრონოსი – მინერალების სამეფოს მბრძანებელი, რომელშიც სიცოცხლისა და სინათლის წყაროა.

სიმბოლურად ანწლი წარმოდგენილი იყო ოქროს სვეტების ფორმით, რომლიდანაც, მთელი რიგი გარდაქმნების შემდეგ არყის ხის მწვანე სვეტი გაიზარდა, დაკავშირებული კელტების მზის ღმერთების დაბადებასთან. ანწლის თვე წარმოადგენს ცხოვრების მერყეობას და მუდმივ ადაპტირებას ცვალებადი სიტუაციებისადმი.

ანწლის ადამიანები მუდმივად ვითარდებიან. ახალგაზრდობაში, ბევრ დროსა და ენერგიას ხარჯავენ უაზრო პროექტებზე. ბევრი მათაგნი იღებს მემკვიდრეობას, რაც ხელს უწყობს მათ ექსტრავაგანტულ გემოვნებას და განებივრებას. საერთოდ მათ ნატურაში ზის მოუსვენრობა ან ცნობისმოყვარეობა, რის შედეგადაც ისინი მსოფლმხედველობის ჰორიზონტების გაფართოების მიზნით ღმა ცოდნის შეძენისა და ხანგრძლივი მოგზაურობის განხორციელებისკენ მიისწრაფიან.

ადამიანები, დაბადებულნი თვის პირველ ნახევარში, ახალი მთვარის ფაზაში, დიდი გულახდილობით და იმპულსურობით გამოირჩევიან. ფლობენ კარგ ორატორულ უნარებს და მუდმივად იბრძვიან უსამართლობისა და კორუფციის წინააღმდეგ.

ადამიანებს, დაბადებულებს თვის მეორე ნახევარში, სავსე მთვარის პერიოდში, აქვთ შესანიშნავი მართვის უნარები, ურჩევნიათ კულისებში მოქმედება და გაურბიან მოულოდნელ შეხვედრებს.

მოამზადა ლანა წითელაშვილმა

ავტორი
  1. Medea Svanidze

    zustia 😀

დატოვეთ კომენტარი