ამეთვისტო
ამეთვისტო მის მფლობელს ანიჭებს გამჭრიახობას, აქრობს სულიერ ტკივილს, პანიკის შეგრძნებას. მისი დახმარებით ადამიანი ემოციებს ადვილად აკონტროლებს. ეს მინერალი აორას ავსებს კეთილი აზრებით და უარყოფით ფიქრებს ანეიტრალებს. ის დადებითად მოქმედებს სუსტ და არასტაბილურ აორაზე. ეხმარება ადამიანს ემოციების კონტროლში. მედიტაციის დროს კი ადამიანს დამშვიდებაში, მოდუნებაში და „მესამე თვალის“ გახსნაში ეხმარება. ამეთვისტოს ბახუსის მინერალსაც ეძახიან, რადგანაც თავის პატრონს სიმთვრალისგან იცავს და არ აძლევს საშუალებას ალკოჰოლზე დამოკიდებული გახდეს. ადრე ამ მინერალს ღვინით სავსე ჭურჭელშიც კი ათავსებდნენ, ზედმეტი სიმთვრალისაგან რომ დაეცვა ადამიანები. ამ მინერალს სპორტულ შეჯიბრებებშიც წარმატება მოაქვს და სპორტსმენებისთვის ნამდვილ თილისმადაც შეიძლება იქცეს.
ეს მინერალი უნიკალურია უძილობის სამკურნალოდ. თუ ამეთვისტოს ძილის წინ ბალიშის ქვეშ დაიდებთ, ძილიც მშვიდი გექნებათ და სიზმრებსაც სასიამოვნოს ნახავთ. როგორც თილისმა, ამეთვისტო პატრონისადმი იზიდავს ხელმძღვანელი პირების კეთლგანწყობას, ადამიანი ხდება მეტად დაკვირვებული და გონიერი.
ამ მინერალს სიყვარულის მოზიდვის ენერგიაც აქვს, ოღონდ დაოჯახებულებისთვის ამ ქვის ჩუქება არ იყო მიზანშეწონილი, რადგანაც ამეთვისტოს აქვს უნარი დაავიწყოს ძველი სიყვარული ადამიანს და ახალი თავგადასავლებისკენ უბიძგოს. ამიტომ ამეთვისტო უფრო მარტოხელა ადამიანებისთვის იყო რეკომენდირებული. ამ მინერალს ქვრივების მინერალსაც კი უწოდებენ, რომლებსაც ცხოვრების თავიდან დაწყებაზე და ახალ გრძნობებზე არ იტყოდნენ უარს.
რაც შეეხება ასტროლოგიას, ეს მინერალი ითვლება ჰაერის სტიქიის მინერალად. სასწორებისთვის, მერწყულთათვის და ტყუპებისთვის იდეალურია, თუმცა არის მნიშნველოვანი დეტალებიც. ამეთვისტო ჰაერის სტიქიის გარდა ცეცხლლოვან ვერძსაც ეხმარება და მას უფრო მშვიდი და დაფიქრებულს ხდის. არ არის რეკომენდირებული ლომის, თევზების და თხის რქის ზოდიაქოს ნიშნებისთვის. შესაბამისად პირად რუკაში დადებით პოზიციაში თუ არის ჰაერის სტიქია, ანუ სასწორის, მერწყულის ან ტყუპების თვისებების გაძიერებაა საჭირო, ანდაც რუკაში გამოვლენილი ვერძის ზოდიაქოს ძლიერი ხასიათის გონებრივი კუთხით წარმართვა გვსურს, ამ შემთხვევაში ეს მინერალი ნამდვილად დადებით როლს შეასრულებს. სხვათაშორის ამ მინერალს ურჩევენ მშვილდოსნებსაც, რადგანაც მათ ფილოსოფიურ მსოფლმხედველობას უფრო ნათელ და მისტიურ ელფერს შესძენს. ეს მინერალი ფილოსოფოსების, მისტიკოსების და პოეტების ქვად ითვლება. საერთოდ ასევე ვისაც სულიერება აკლია ნამდვილად პერიოდულად მაინც შეუძლიათ გამოიყენონ ეს მინერალი.
მცირედი რჩევა იქნება, ვისაც პირად რუკაში ლილიტი, დაღმავალი კვანძი, მარსი და სატურნი ჰაერის სტიქიის ზოდიაქოს ნიშნებში ჰყავს, ნუ გამოიყენებთ ამ მინერალს. შეიძლება ის თვისებები გამოავლინოს თქვენში, რომელიც არ იქნება კამრულად სასურველი.
სამკურნალო თვისებები.
ამეთვისტო ლითოთერაპიაში გამოიყენება; სტრესის მოსახსნელად, ენდოკრინული და ნერვიული სისტემის გასაჯანსაღებლად, ტვინის მარჯვენა ნახევარსფეროს გასაძლიერებლად, ჰიპოფიზისა და ეპიფიზის მოქმედების ნორმალიზებისთვის, სისხლის მიმოქცევის მოსაწესრიგებლად. ასევე გონებრივ აქვიტოვაბს და ჰარმონიულობას უწყობს ხელს, ადამიანში ამაღლებს ინტელექტუალურ შესაძლებლობებს და სხვადასხვა მრავალმხრივ განვითარებაში ეხმარება. მეტყველების დეფექტებს ასწორებს, მოწამლვისაგანაც იცავს ადამიანს და კანის დაავადებებს კურნავს. ასევე კანის დაბერებას უშლის ხელს. თავის ტკივილს შველის და გონებას ნათელს ჰფენს. გამოიყენება უძილობისას და ადამიანს ჰარმონიას და სიმშვიდეს სძენს.
ჩაკრები.
ამეთვისტო დადებითად მოქმედებს, 6-ე ჩაკრაზე (მესამე თვალი-აჯნა) და წმინდავს ასევე 7 -ე ჩაკრას (გვირგვინოვან ჩაკრას -საჰასრარას) ,
პლანეტები:
ვენერა, სატურნი ნეპტუნი.
მოამზადა თამო აქუბარდიამ