ადამიანი ბედისწერის სათამაშო არ არის
ადამიანი – ბედისწერის სათამაშო, თუ თავისუფალი არჩევანის მქონე გონიერი არსება
ყველაფერი კანონზომიერია სამყაროში, შემთხვევით არაფერი ხდება. ადამიანები იბადებიან, ცოცხლობენ და მიდიან ამ ქვეყნიდან. თვითოეულ ჩვენთაგანს განსხვავებული კარმა აქვს,განსხვავებული ნიჭის პატრონია.
სიყვარულის და კეთილდღეობის სამაჯურები მინერალებისგან
ადამიანთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ბედისწერის შეცვლა არ შეუძლია, ინსტიქტურად მიჰყვება ცხოვრების დინებას.
“რაც გიწერია ადამიანს, იმას ვერ გაექცევი”-ხშირად გაიგონებთ ამ ფრაზას ყოფით ცხოვრებაში. საინტერესოა ასეთი ლოგიკით ცხოვრება. თუკი ბედმა “დამიწერა”,რომ მე ლოთი ან ნარკომანი უნდა ვყოფილიყავი, მაშინ რატომღა ვისჯები ამის გამო? რატომ მიჩნდება პრობლემები ჯანმრთელობის, კარიერის,ოჯახური ურთიერთობის მხრივ?
სინამდვილეში ბედისწერა (განგება) მხოლოდ ერთხელ ჩაერია ჩვენს ცხოვრებაში. მატერიალურ სამყაროში იბადება რა ახალი სული, მას თან მოჰყვება კარმული ვალები, რომლებიც ჩვენი წინა ცხოვრების ნამოქმედარის ჯამს წარმოადგენს. ამასთან ერთად განგება გვაძლევს იმ ნიშან-თვისებებს, რომლის საშუალებითაც შევძლებთ ამ ვალების გასტუმრებას ცნობიერების და ნებისყოფის გზით.
სიყვარულის და კეთილდღეობის სამაჯურები მინერალებისგან
ადამიანი თავისუფალი არსებაა, რაც იმას გულისხმობს რომ მას არჩევანის საშუალება მიეცა-რა გზით იაროს. მთავარი აქ ჩვენი არჩევანია. რა გზას აირჩევს ადამიანი: ივლის სულიერი განვითარების გზით, განავითარებს საკუთარ დადებით თვისებებს, თუ პირიქით, იქნება ზარმაცი, შურიანი, დეპრესიული და ივლის წინა ცხოვრების გზით, ვალს ვალზე დაამატებს და შემდეგი რეინკარნაციის დროს ისევ ვალებით მოვა.
აგზავნის რა ადამიანი ნეგატიურ ენერგის სამყაროში, დროთა განმავლობაში ირთვება დასჯის მექანიზმი, ადამიანს უჩნდება პრობლეები: ჯანმრთელობის, ფინანსების მხრივ. ზრუნავს რა ადამიანი საკუთარი სულის განვითარებაზე, სამყარო მას ასაჩუქრებს ამ ქვეყნად: წარმატებული კარიერა, მყარი ოჯახური ურთიერთობა. ჩვენმა წინაპრებმა ეს ყოველივე ერთ წინადადებაში ჩაატიეს: “რასაც დათესავ-იმას მოიმკი”.
სიყვარულის და კეთილდღეობის სამაჯურები მინერალებისგან
ასე, რომ ჩვენს ბედს ჩვენ თვითონ ვწერთ. ბედისწერა აქ არაფერ შუაშია, მთავარი ჩვენი არჩევანია, ჩვენი ყოველდღიური სიტყვა, საქმე. თვითოეულმა ჩვენთაგანმა უნდა გააცნობიეროს რა მისიითაა ამ ქვეყნად მოვლენილი, რა მოთხოვნებს აყენებს სამყარო მის წინაშე და ცნობიერებით, ნებისყოფის ჩართვით შეასრულოს თავისი მისია.
რაც უფრო ადრე გავაცნობიერებთ ყოველივე ამას, რაც უფრო მალე დავიწყებთ სულის განვითარებაზე ზრუნვას, მით მალე გავისტუმრებთ ვალებს და წარმატებაც არ დააყოვნებს.
მოამზადა: მაკა ბალიკუდამ