ასტროლოგიური მაღაზია

ადამიანის ბედი ფატალური არ არის!

ბედიქეთი ვაწაძე
ასტროლოგის ფოსტიდან

მოგესალმებით. თქვენთან მაქვს ერთი შეკითხვა. როდესაც მე დავიბადე 15 წუთის შემდეგ დაიბადა ერთი პიროვნება, რომელთანაც ახლა ვმეგობრობ. მაქვს ერთი შეკითხვა. ასტროლოგიით, თითქოს ჩვენ ერთნაირად დავიბადეთ, მე პირად ცხოვრებაში ყველაფერი ძნელად გამომდის ან არ გამომდის საერთოდ, ის კი ადვილად აღწევს ყველაფერს. მე ისე არ გამიგოთ, რომ იმ პიროვნების მშურდეს, პირიქით, კარგი პიროვნებაა და მისი წარმატებები ძალიან მიხარია, მაგრამ მაინტერესებს, რატომ ხდება ასე?

ეს სწორედ იმის მაჩვენებელია, რომ ადამიანის ბედი, ფატალური არ არის და ყოველთვის შეიძლება მასში სასიკეთო ან პირიქით, უარყოფითი კორექტივების შეტანა.. ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, შემოგთავაზებთ ჩემს ხედვას: პირველი, 15 წუთი ასტროლოგიაში ძალიან დიდი დროა, რადგან 15 წუთში ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს ადამიანის პირად რუქაში, კერძოდ, მთვარის გრადუსი და ასცედენტი, რომელიც ჰოროსკოპის სახლებს განსაზღვრავს…

საერთოდ, ასტროლოგიური რუკის შესადგენად სასურველია 4 წუთამდე სიზუსტე, რათა ზუსტი ჰოროსკოპი შედგეს. ანუ, ამ მხრივ, თქვენი და თქვენი მეგობრის ჰოროსკოპებს შორის უკვე არის საგრძნობი განსხვავება (კარგი იქნებოდა დაბადების დღის მონაცემები, ადგილი და საათი მიგეთითებინათ). მეორე, თქვენ აუცილებლად გექნებათ ბევრი მსგავსება ფსიქოტიპში, ერთნაირი თვისებები, ხასიათის შტრიხები, მიდრეკილებები, მაგრამ, ერთია, რა არის ჩადებული სამყაროსგან თქვენში და მეორე, როგორ ვითარდებით. ანუ, რას აკეთებთ, როგორ დახვეწეთ თქვენი დადებითი თვისებები, რითიც ამ სამყაროში მოხვედით და როგორ მოერიეთ უარყოფითს? მუშაობთ თუ არა იმ უარყოფითზე, რაც დადებითთან ერთად სამყარომ გარგუნათ?

რა გააკეთეთ თქვენი სულიერების, გამოცდილების დასაგროვებლად და დასახვეწად? ასრულებთ თუ არა თქვენს მისიას? ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენი ჰოროსკოპი, ბედი, არ არის ფატალური! ყოველივე, ადამიანის კეთილ ნებასა და არჩევანზეა დამოკიდებული (გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად)…

შესაძლოა, თქვენი მეგობარი ინტუიტიურად სწორად ცხოვრობს და აქედან გამომდინარე, ნაკლებ შეცდომას უშვებს ცხოვრებაში, ან მან შეძლო განევითარებინა საკუთარ თავში ისეთი თვისებები, რომლებიც წარმატებაში და წინსვლაში გამოადგებოდა და იმუშავა თავის უარყოფით მხარეებზე…

გამოიმუშავა სჭირო ხასიათის შტრიხები.. მიიღო შესაბამისი ცოდნა და დააგროვა გამოცდილება სწორედ იმ სფეროში, სადაც წარმატება ელოდა.. და ყოველივე ზემოთაღნიშნულმა მისთვის ერთგვარი ტრამპლინის როლი შეასრულა… უფრო მარტივად რომ ავხსნა: წარმოიდგინეთ, რომ რამდენიმე ადამიანს აქვს ერთნაირი რაოდენობის ერთნაირი პროდუქტი (ანუ, ჩვენს ვარიანტში აქვთ ერთნაირი პლანეტარული წყობა) ვთქვათ, ყველას აქვს ხორცის, კართოფილის და ა.შ. ერთნაირი რაოდენობა. ამ პროდუქტებისგან ერთი ადამიანი აკეთებს ძალიან გემრიელ სადილს (ძალიან მოწადინებულია, წიგნებში იხედება, ვიღაცას ეკითხება, გამოცდილებას და ცოდნას იყენებს და ა.შ). მეორეს უნდა, რომ გემრიელი სადილი გააკეთოს, რაღაცას ჩალიჩობს, მაგრამ მაინც არ გამოსდის, რადგან კულინარის სათანადო ცოდნას ვერ ამჟღავნებს. მოკლედ, ის აკეთებს სადილს, მაგრამ ძალიან უგემურს და რა საკვირველია, სხვანაირი გამოდის და საერთოდასც, სულ სხვა კერძს ღებულობს. მართალია, სადილი გააკეთა, მაგრამ ისეთი უგემური გამოუვიდა, რომ თვითონაც არ მოსწონს. აი მესამე კი, საერთოდაც არაფერს აკეთებს!!

მას საერთოდ არც უფიქრია რაიმეს კეთება და ელოდებოდა, კერძი თავისით როდის მომზადდებოდა, ან როდის მოვიდოდა ვინმე და მოუმზადებდა… ანუ, საერთოდ არანაირი აქტიურობა არ გამოიჩინა და ბედის შემხედვარე დარჩა… ის პროდუქტი კი, დალპა!!! არადა, სამივე ადამიანს ჰქონდა ერთნაირი ინგრედიენტები (ჩვენს შემთხვევაში სტარტი, დაბადება), აი შედეგი კი სამივეს განსხვავებული აქვს! ანუ, ერთია რა გეძლევა, და მეორეა, რას აკეთებ, რათა ის შანსი, რომელიც სამყარომ მოგცა, სათანადოდ გამოიყენო… ამას გარდა არსებობს კიდევ ერთი რამ, კერძოდ: არსებობს კიდევ ადამიანის პირადი და საგვარეულო კარმა…

სული თვითონ ირჩევს ვის სხეულში განსხეულდეს, ანუ თვითონ ირჩევს თავის მშობლებს…და იბადება იმ გვარში, იმ საგვარეულო ხაზში, რომელიც მას ენერგეტიკულად შეესაბამება ან გარკვეული მისიის შესასრულებლად მისთვის შესაფერისია. გაგიგიათ ალბათ, ესა და ეს გვარი, ძალიან ძლიერები არიანო, ყველა წარმატებული, ლამაზი, ჯანმრთელია, ურიცხვი ნათესაობა ჰყავთ, ერთმანეთს გვერდში უდგანან და დღეგრძელები არიანო და ამის საპირისპიროდ, არიან გვარები, ოჯახები, რომელთა საგვარეულო ენერგეტიკა არ არის ასეთი ძლიერი და მათ ოჯახებშიც მეტი პრობლემა და წარუმატებლობაა…

ამასაც აქვს მნიშვნელობა, რა გვარში, რა ოჯახში იბადება ბავშვი, რამდენად ძლიერი საგვარეულო ხე აქვს, რამდენად სწორად ცხოვრობდნენ მისი წინაპრები.…ხომ გაგიგიათ `ცოდვა მეშვიდე თაობამდე გადადისო`, სწორედ ეს არის ნაგულისხმევი ამაში.. ანუ, თუ ადამიანი სწორად ცხოვრობს და უარყოფით კარმას არ აგროვებს, მისი შთამომავლობაც, შესაბამისად, უფრო წარმატებული, იღბლიანი და ჯანმრთელი იბადება.

ამიტომაცაა მნიშვნელოვანი, რომ თითოეულმა ჩვენგანმა იზრუნოს თავისი კარმის, სულის სისუფთავესა და სიჯანსაღეზე არამარტო ჩვენთვის, არამედ ჩვენი შთამომავლობისთვისაც, რათა მათ გაუადვილოთ ცხოვრება.

ეს მცირედი, რისი თქმაც შეიძლებოდა ამ თემასთან დაკავშირებით. უფრო ვრცლად, შემდეგ სტატიებში. შესაძლოა თქვენს მეგობარს ბევრმა ზემოთ ჩამოთვლილმა ფაქტორმა შეუწყო ხელი და ამიტომაც მიაღწია წარმატებას, მაგრამ, არც თქვენთვის არის გვიანი მოახდინოთ სათანადო კორექტირება თქვენს ცხოვრებაში, გამოიყენოთ სამყაროსგან მოცემული შანსები, გააკონტროლოთ უარყოფი, გააძლიეროთ ძლიერი მხარეები, მონახოთ თქვენი ადგილი და წარმატების მიღწევის სფერო, შეასრულოთ თქვენი მისია.

თუ ძლიერი მფარველი ანგელოზი და კარგი ინტუიცია გაქვთ, მიენდეთ მას, ისინი არასდროს გიღალატებენ, მაგრამ თუ ასე არ არის, ყველაფერი ზემოთაღნიშნულის გარკვევაში სწორედ ასტროლოგია და პირადი ჰოროსკოპი დაგეხმარებათ. წარმატებები!:)

ავტორი

მსგავსი ფოსტები